მთავარი » მსოფლიო » FAO ჭარბწონიანობის, სიმსუქნისა და მათი თანმდევი დაავადებების შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ჭარბწონიანობის, სიმსუქნისა და მათი თანმდევი დაავადებების შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს.

FAO ჭარბწონიანობის, სიმსუქნისა და მათი თანმდევი დაავადებების შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ჭარბწონიანობის, სიმსუქნისა და მათი თანმდევი დაავადებების შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეკონომიკურმა ზრდამ და მთლიანი შიდა პროდუქტის გაუმჯობესებამ ერთ სულ მოსახლეზე, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში შიმშლის პრობლემა გააქრო, თუმცა ეკონომიკურმა გაჯანსაღებამ და მომხმრებელთა ჩვევების ცვლილებამ ჯანმრთელობის პრობლემების ზრდა გამოიწვია. „სურსათის უვნებლობასთან” დაკავშირებული პრობლემები აღწერილია FAO-ს ახალ ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ანგარიში სახელწოდებით “საკვების უვნებლობის ზოგადი მიმოხილვა, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ – გაანალიზებულია შემდეგი მონაცემები: კვების ენერგეტიკული ღირებულება, არაჯეროვანი კვების ინდიკატორები – სიმაღლეში ზრდის შეფერხება და წონის კარგვა, ანემია, წონის სიჭარბე და სიმსუქნე. კვლევა ასევე განიხილავს – საკვების მოცულობას, რომელსაც ადამიანები საშუალოდ იღებენ.

ანგარიშში ნაჩვენებია, თუ როგორ პროგრესირებენ ქვეყნები საკვების უკმარისობის დაძლევიდან , დეგენერაციულ დაავადებებთან (არასწორი კვებით გამოწვეული დაავადებები) ბრძოლამდე. დეგენერაციული დაავადებები უკავშირდება საკვები ცხიმების, შაქრის, ხორცის, რძის პროდუქტებისა და გადამუშავებული საკვები პროდუქტების მზარდ მოხმარებას. არასწორ კვებასხშირად თან ახლავს არაჯანსაღი, არააქტიური ცხოვრების სტილიც.

დეგენერაციული დაავადებების განვითარება იმაზე მიანიშნებს, რომ რეგიონში საკვების უკმარისობა აღარ აღინიშნება, რაც დიდი მიღწევაა. ევროპისა და ცენტრალური აზიის მოსახლეობის მხოლოდ 7% პროცენტი ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, სადაც კვებითი უკმარისობა და მიკროელემენტების დეფიციტი კვლავ გამოწვევად რჩება.

ასეთი ქვეყნებისათვის, კვლევაში შემოთავაზებულია პროდუქტების საკვები დანამატებით გამდიდრების პოლიტიკის გატარება.

კეროძოდ, აღნიშნული პოლიტიკა მოიცავს: რძის გამდიდრებას D ვიტამინით, მარილის გამდირებას იოდით, ფქვილში რკინის, ფოლიუმის მჟავისა და თიამინის დამატებას. ეს მიდგომა გამოიყენეს ცენტრალურ აზიაში. შედეგად, ბავშვებში მიკროელემენტების მოხმარების გაუმჯოსება დაფიქსირდა.  

აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკის რეკომენდაციები ასევე მოიცავს:

  • პოპულარული ნახევარფაბრიკატების კვებითი ღირებულების გაუმჯობესებას;
  • საკვების სიჯანსაღის შესაბამისად, გადასახადების და სუბსიდიების გამოეყენებას მათ ფასზე გავლენის მოსახდენად;
  • ადამიანების განათლებას კვებასთან დაკავშირებით, თუ რას შეიცავს ჯანსაღი პროდუქტი და დაბალასებული კვება;
  • ეფექტური სურსათის უვნებლობის სისტემის და სურსათის უვნებლობის, სანიტარიის, ფიტოსანიტარიის და ჰიგიენის რეგულაციების სტანდარტიზებას;
  • საკვები პროდუქტების მეტად ინფორმაციულ ეტიკეტირებას;
  • საკვებით დახმარების პროგრამების არსებობას, მათ შორის: საკვების ვაუჩერების და საკვების სუბსიდირების პროგრამებს, საკვებისა და ფულის გადაცემის პროგრამებს.

FAO-ს გენერალური დირექტორის ასისტენტის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული წარმომადგენელის ვლადიმერ რახმანინის განცხადებით, ცენტრალური აზიის და კავკასიის ქვეყნებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს საკვების უკმარისობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა დღეს საჭიროა ზრუნვა დაბალასებული, ჯანსაღი კვების ხელმისაწვდომობაზე ყველასთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის.

info9.ge

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …