მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » ევროპის რეგიონალური კომიტეტის 67-ე სხდომაზე ნინო ბერძული მოსხენებით წარსდგა
11-14 სექტემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ტარდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 67-ე სხდომა.

ევროპის რეგიონალური კომიტეტის 67-ე სხდომაზე ნინო ბერძული მოსხენებით წარსდგა

11-14 სექტემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ტარდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 67-ე სხდომა.

სხდომაში მონაწილეობას იღებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები, ასევე პარტნიორი ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება.

დღევანდელ სესიაზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოში თამბაქოსთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე.

” 2017 წელს, ჯანდაცვის სფეროში მრავალი მიმართულებით გვაქვს პროგრესი. მინდა მივულოცო რეგიონალურ დირექტორს კიდევ ერთი წარმატებული წელი და მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. საქართველო სრულად ეთანხმება წარმოდგენილ პრიორიტეტებს.

 ჩვენი მთავარი მიზანია კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო სერვისებით მოცვა და ყველა მოქალაქე იყოს დაცული ძალიან მაღალი სამედიცინო ხარჯებისგან.

საქართველოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი მამაკაცებში საკმაოდ მაღალია, სწრაფად მზარდია თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა ქალებში, რაც პირდაპირ ხსნის, თუ რატომ გამკაცრდა საქართველოში თამბაქოზე კონტროლი.

თამბაქოს მოხმარების შემცირებას დიდი ადგილი უჭირავს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, რაც არაგადამდები დაავადებებით სიკვდილიანობის შემცირებას და ზოგადად მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ნიშნავს.

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საქართველომ თამბაქოს კონტროლი კუთხით 2017 წლის მაისში გადადგა. მიღებულ იქნა ძალიან მკაცრი ზომები, რომელიც სრულ თანხვედრაშია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციასთან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი ამ მიმართულებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ.

მთავრობა სრულ მზადყოფნაშია, რომ საქართველოში დაინერგოს ეს კანონი. საქართველო არჩეულ იქნა იმ 15 ქვეყანას, შორის, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და FCTC სამდივნო თამბაქოსთან ბრრძოლაში დაეხმარება.

საქართველო სწორ გზაზე იმყოფება და თამბაქოსთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს.”-განაცხადა ნინო ბერძულმა.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …