მთავარი » მსოფლიო » ევროპაში პანდემიის ახალ ტალღას ელოდებიან – ხანდაზმულ ადამიანებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

ევროპაში პანდემიის ახალ ტალღას ელოდებიან – ხანდაზმულ ადამიანებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ

ევროპის წამლის სააგენტო (EMA) ელოდება, რომ ევროპას კორონავირუსის კიდევ ერთი ტალღა გადაუვლის, რომლის გამომწვევი მიზეზი ომიკრონ-შტამის ახალი ქვევარიანტია. ამის შესახებ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე EMA-ს ჯანმრთელობის საფრთხეებისა და ვაქცინაციის სტრატეგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარკო კავალერიმ განაცხადა.

„ევროკავშირში იზრდება კორონავირუსით დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა. განსაკუთრებით გაიზარდა 65 წელს გადაცილებული ადამიანების ჰოსპიტალიზაცია. უახლოეს კვრებში მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი ტალღა, რომელიც ომიკრონ-შტამის ახალი ქვევარტიანტით იქნება გამოწვეული,“ – განაცხადა კავალერიმ.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა.

„ჩვენ კვლავ ვიმყოფებით საგანგებო სიტუაციაში ჯანდაცვის სფეროში, მსოფლიო მასშტაბით,“ – აღნიშნა EMA-ს წარმომადგენელმა და კიდევ ერთხელ გასცა რეკომენდაცია, ადამიანებმა გაიკეთონ ვაქცინაცია და დამატებითი აცრები, განსაკუთრებით კი მათ, ვინც გართულებების რისკის ქვეშაა.

ამ ეტაპზე EMA-ს დამტკიცებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო 6 ვაქცინა, ასევე მთელი რიგი წამლებისა და მკურნალობის მეთოდებისა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …