მთავარი » მსოფლიო » ევროკავშირი ტატუს საღებავების ნაწილის გამოყენებას კრძალავს – მიზეზი კიბოს რისკია

ევროკავშირი ტატუს საღებავების ნაწილის გამოყენებას კრძალავს – მიზეზი კიბოს რისკია

2023 წელს ევროკავშირში აკრძალავენ ტატუირებისთვის განკუთვნილი გარკვეული პიგმენტების გამოყენებას და გაყიდვას. საუბარია ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა Green 7 (მუქი მწვანე) და Blue (კაშკაშა ლურჯი). მიზეზი აღნიშნულ პროდუქციაში აღმოჩენილი მავნე ნივთიერებებია. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ექსპერტების თქმით, ეს პიგმენტები შეიცავს კანცეროგენულ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია ადამიანის ორგანიზმში ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი წარმონაქმნების გამოწვევა, ასევე იწვევს მძიმე ალერგიულ რეაქციებს.

უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული ფერის პიგმენტები ტატუირებისთვის განკუთვნილი ყველა საღებავის ორ მესამედში შედის და მათ ალტერნატივა არ გააჩნია.

ტატუირების საღებავების ბაზარზე ათობით ათასი შეფერილობაა. მათ ქიმიურ შემადგენლობაში კი 100-მდე ნივთიერება შედის. მათ შორისაა როგორც ორგანული, ისე არაორგანული პიგმენტები, გამასქელებლები, გამხსნელები, სტაბილიზატორები, კონსერვანტები და სხვა.

მათი დიდი ნაწილი ხელოვნურად, სხვა მიზნებით შეიქმნა, ამიტომ მათ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს.

„პირველ რიგში, საღებავის პიგმენტები ხვდება უახლოეს ლიმფურ კვანძებში. მხარზე გაკეთებული წითელი ტატუ ნიშნავს, რომ ახლომდებარე ლიმფური კვანძები ასეთივე წითელია და ასე იქნება მთელი ცხოვრება,“ – აცხადებს ვოლფგან ბოიმლერი, გერმანიის ერთერთი დერმატოლოგიური კლინიკის თანამშრომელი და ტატუს ექსპერტი.

მისივე განმარტებით, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ფერადი ტატუირების პიგმენტები ღვიძლში და დიდი ალბათობით თირკმლებშიც ხვდება. ასე რომ, ისინი, როგორც ექსპერტი ამბობს, მთელ ორგანიზმში მოგზაურობენ.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …