მთავარი » ჯანდაცვა » ეს იქნება 21-საუკუნის პროექტი, განსხვავებული ყველა აქამდე განხორციელებული პროექტისგან
მივიღებთ კლინიკების საუკეთესო გაერთიანებას, რომელიც რეგიონში ჯანდაცვის წამყვანი კომპლექსი იქნება განსხვავებული ყველა განხორციელებული პროექტისგან.

ეს იქნება 21-საუკუნის პროექტი, განსხვავებული ყველა აქამდე განხორციელებული პროექტისგან

ალფამედიკი თბილისში სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციაში ნახევარ მილიარდამდე ინვესტირებას გეგმავს.

კერძოდ, საუბარია თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრის) რეაბილიტაციაზე.

სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ შეიტანა. თუმცა  სრულყოფილი და მიმზიდველი შემოთავაზება ალფამედიკის კონსორციუმმა (AlphaMedic Consortium) წარადგინა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის პრეზენტაცია მოისმინეს. მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრები და განხილვები,  რომელშიც უშულოდ საავადმყოფოების ხელმძრვანელებიც მონაწილეობენ, დღეს დასრულდება.

ჯანდაცვის სამინისტროში დადებითად აფასებენ ალფამედიკის მეირ წარმოდგენილ   სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტს და  აღნიშნავენ, რომ ასეთი ხარისხის კონსორციუმით საქართველო არ არის განებივრებული.

„ინვესტორების ხარისხი საკმაოდ მაღალია, კონსორციუმს წარმოადგენენ მსოფლიოში ცნობილი კამპანიები მრავალი ათწლეულის უზარმაზარი გამოცდილებითა და ფინანსური მდგრადობით,ისინი შეძლებენ დასავლეთის საუკეთესო პრაქტიკების შერწყმა-შეთვისებას აღნიშნულ პროექტში. ჩვენ მივიღებთ კლინიკების საუკეთესო გაერთიანებას, რომელიც   რეგიონში  ჯანდაცვის წამყვანი კომპლექსი იქნება“,

– ითქვა კონფერენციაზე და აღინიშნა, რომ ეს იქნება 21-საუკუნის პროექტი-განსხვავებული ყველა აქამდე განხორციელებული პროექტისგან.

ალფამედიკის  ალფამედიკის სატენდერო განვითარების ხელმძღვანელი ლეო მაკკენას შეფასებით, კერძო და საჯარო თანამშრომლობის ფორმატის (PPP) ფარგლებში სამი კლინიკის თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ონკოლოგიური ცენტრის სრული რეაბილიტაცის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ღირებულება ნახევარ მილიარდი დოლარი იქნება:

“ეს გახლავთ გაუმჯობესებული ჯანდაცვა პაციენტებისათვის თბილისში და თბილისის ტერიტორიაზე, ასევე თანამედროვე ჯანდაცვის სხვადასხვა დაწესებულების განვითარება, ასევე ადგილობრივი კონპანიებისთვის კომერციული შესაძლებლობების გაზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ეს ინვესტიცია იქნება როგორც კატალიზატორი ამ რეგენერაციისათვის, რომელიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში.

ასევე ბევრი სარგებელია თუნდაც არა ჯანდაცვის სფეროდან გამომდინარე. PPP არის ურთიერთობა და თანამშრომლობა  კერძო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის იმ მიმართულებით, რომ შეიქმნას და განვითარდეს ინფრასტრუქტურა ჰოსპიტალებისა და საავადმყოფოების სფეროში. ინვესტიცია იქნება დაახლოებით ნახევარ მილიარდამდე.

პირველი ფაზა იქნება დაახლოებით 18 თვის შემდეგ მოწოდებული. პროექტი კონტრაქტის გაცემიდან სამი წლის თავზე უნდა დასრულდეს. პროექტის ფინანსური დახურვა უნდა მოხდეს ამ წლის ივნისში. პროექტი 36 თვის განმავლობაში განხორციელდება და პროექტის პირველი ფაზა ონკოლოგიური კლინიკის რეაბილიტაციას მოიცავს. მინდა გითხრათ, რომ მოხარული ვარ, რომ ჩვენ შეგვარჩიეს სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდისათვის. ალფამედიკი მოხარულია, რომ მიეცა საშუალება თავისი ინვესტიციების საშუალებით შემოვიდეს საქართველოში და განავითაროს ეს სექტორი.

ჩენ ვიმედოვნებთ, რომ პარტნიორებთან შემდგომშიც ვითანამსრომლებთ, რათა ეს პროექტი გახდეს თბილისის მოსახლეობისა და პაციენტებისათვის მიმზიდველი და წარმატებული. გვჯერა, რომ ჩენს კონსორციუმს გააჩნია ის საშუალებები და სიმძლავრე, რაც ამ პროექტის წარმატებას განაპირობებს”, – განაცხადა ლეო მაკკენიმ.

ალფამედიკის სატენდერო განვითარების ხელმძღვანელმა კომპანიის  გამოცდილების შესახებაც ისაუბრა:

“ეს არის კონსორციუმი ჯანდაცვისა და სერვისების მიწოდებისა ინფრასტრუქტურის საკითხებში, იგი ახორცეილებს PPP ტიპის პროექტებს საერთაშორისო დონეზე. “ალფამედიკი” დაფუძნებულია ვენაში, ავსტრიაში. იგი მიაწოდებს როგორც მომსახურებას, ისე აღჭურვილობას პაციენტებს და ამ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა დაწესებულებას. მას ასევე შეუძლია მთლიანად ცხოველმყოფელი ფინანსურად გამართული პროექტების შექმნა.

ძალიან ხშირად სხვა მხარეები წარმოადგენენ ხოლმე პროექტებს, მაგრამ ისინი არ არის ხოლმე კარგად გათვლილი, ამიტომ ისინი განწირულია მარცხისთვის. ალფამედიკი აკეთებს ყველაფერს, რომ ეს პროექტები იყოს სიცოცხლისუნარიანი და სწორედ მივმართოთ დაფინანსება, რათა პროცესები იქნას განხორციელებული რეალისტურად”.

თუ რას გულისხმობს ჯანდაცვის ახალ მოდელი  ჯანდაცვისა და ტექნოლოგიური დაგეგმარების უფროსი (healthcare and technology head) დიედრა ფოლი განმარტავს:

„ჯანდაცვის საერთაშორისო ინტეგრირებული მოდელი იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ფილოსოფიის გამგრძელებელი. ჩვენი მიზანია ჰოსპიტალების იმ დონის რეკონსტრუქცია, რომ მათ  ჯანდაცვა ეროვნული მასშტაბით განახორციელოს. უნდა შევიმუშავოთ ჯანდაცვის მოდელი სამი ჰოსპიტალისთვის. ეს ყველაფერი მოხდება ერთობლივი კონსულტაციის საფუძველზე.

გარდა ამისა, გავითვალისწინებთ, თუ რა ხდება პირველად ჯანდაცვაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სამი ჰოსპიტალი ერთიან სივრცეში გვქონდეს და სამედიცინო კუთხით შევძლოთ სხვადასხვა სერვისების შეთავაზება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომსახურება მიწოდებულ იქნას ხანდაზმული პაციენტებისთვისაც“.

რაც შეეხება სამუშაო გუნდს დიედრა ფოლი განმარტავს:

„ჩვენ, როგორც კონსორციუმის ნაწილი, პასუხისმგებლები ვართ ჯანდაცვის საკითხების დაგეგმვაზე. ეს პრაქტიკულად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა საჭიროებები და მოთხოვნები არსებობს ქვეყენაში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ სამ ჰოსპიტალთან და განვსაზღვროთ, თუ როგორ, რა მექანიზმით იმუშავებენ მომავალში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჰოსპიტალების ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით.

რაც შეეხება ჩვენს გამოცდილებას, ბევრ სხვადასხვა პროექტში მიგვიღია მონაწილეობა. თბილისში დაგეგმილი პროექტის ფარგლებში თავი უნდა მოვუყაროთ სამ სხვადასხვა მიმართულების კლინიკას ერთ სივრცეში. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან უნდა შევქმნათ ერთად ჯანდაცვის ახალი მოდელი. ჩენ უნდა ვუზრუნველყოთ ამ სამი კლინკის ტექნიკური ღჭურვა და ასევე ორგანიზაციული დაგეგმარება, რაც ჩენი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის ფარგლებშია“. 

commersant.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …