მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს წარმატებული საქმიანობის შედეგი
საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფომები და უკვე განხორციელებული პროექტები დადებითად შეაფასეს და წარმატებული უწოდეს პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა.

ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს წარმატებული საქმიანობის შედეგი

,,გლობალური ალიანსის“ როლს ჯანდაცვის სისტემაში დადებითად აფასებენ პოლიტიკოსები,მედიკოსები და ექსპერტები.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფომები და უკვე განხორციელებული პროექტები დადებითად შეაფასეს და წარმატებული უწოდეს პოლიტიკოსებმა, მედიკოსებმა და ექსპერტებმა. გარდა ამისა, ისინი ჯანდაცვის რეფორმების წარმატებულად განხორციელებაში „გლობალური ალიანსის“ წვლილზეც მიანიშნებენ და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმატებაზე და ეფექტურობაზე საუბრობს გლობალური ალიანსის“  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ კუშნერიც:

„გამიჩნდა სურვილი, რომ უფრო მეტად დავეხმარო საქართველოს. მზად ვარ ყველას გავუზიარო გამოცდილება, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობის შედეგად დამიგროვდა, კერძოდ კი, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობისას, რადგან ამ ქვეყანაში მე დავინახე ხელსაყრელი ნიადაგი, რომელშიც ნამდვილად შესაძლებელი იქნება ნაყოფის მიღება გლობალ ალიანსისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად“.

„ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკურ მდივანს მანანა ნაჭყებიას ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემაში გატარებული რეფორმებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიაჩნია:

„არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემაში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით თუ  რაიმე წარმატებაზე შეიძლება იყოს საუბარი, ეს არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. აღნიშნული პროგრამა არის უდაოდ მისასალმებელი, რომელმაც უამრავი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს.

სხვათაშორის, „ახალ მემარჯვენეების“ ჩვენს 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში C ჰეპატიტი იყო ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომელზეც ჩვენც ვსაუბრობდით და ძალიან კარგია, რომ დღეს ხელისუფლებამ იზრუნა აღნიშნული პრობლემის გადაჭრაზე.  რა თქმა უნდა, ეს არის პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროს წარმატებული საქმიანობის შედეგია“.

„ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი არსებულ პრობლემებზეც საუბრობს, თუმცა მიაჩნია რომ ის მალე დარეგულირდება:

„რაც შეეხება პრობლემებს, მგონია, თავად ჯანდაცვის სამინისტროც აანალიზებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მუდმივად ვერ იქნება პრობლემის გადაწყვეტის გზა და მას თან ახლავს ძალიან ბევრი პრობლემის შემქმნელი სიტუაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას.

ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ დღევანდელ სიტუაციაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე სახელმწიფო ვალდებულია დაახლოებით ისეთი ტიპის პროგრამები განახორციელოს, როგორიც საყოველთაო ჯანდაცვაა, მაგრამ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროა მომავალში ხელისუფლებამ იფიქროს იმაზე, რომ გადავიდეთ დიფერენცირებულ მიდგომაზე ანუ სახელმწიფო დაეხმაროს მხოლოდ იმათ, ვისაც ძალიან უჭირს, ხოლო ვინც დასაქმებულია, იმ ადამიანებს მიეცეთ საშუალება თავიანთი საშემოსავლო გადასახადიდან 5% მიმართონ საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანდაცვაზე. ეს, რა თქმა უნდა, იქნება ბევრად მარტივია ადმინისტრირების თვალსაზრისით და სერიოზული შეღავათია ბიუჯეტისთვისაც“. 

მანანა ნაჭყებია მნიშვნელოვანს უწოდებს და  დადებითად აფასებს ,,გლობალური ალიანსის“  ჩართულობას და მათ საქმიანობას  იწონებს:

„მისასალმებელია, როცა  პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის მოსამზადებელ საქმიანობაში საერთაშორისო ექსპერტები ერთვებიან. პარლამენტსა ან მთავრობას სჭირდება საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილება და ამას თავს არიდებენ, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი გამონაკლისია ამ კუთხით.

მე ვარ საქმის კურსში „გლობალურ ალიანსთან“ დაკავშირებით, ჩემთვის ცნობილია კუშნერის ვიზიტის დეტალებიც, მათი რეკომენდაციები და მიმაჩნია, რომ თუ ყველაფერი ისე განხორციელდება, როგორც ჩვენი უცხოელი მეგობრები გვირჩევენ, რომელთაც დიდი გამოცდილება გააჩნიათ ამ თვალსაზრისით, ჩვენ მივაღწევთ, რომ ჯანდაცვის სისტემის ძირითადი რგოლი პირველადი ჯანდაცვა ავიდეს ისეთ სიმაღლეზე, როგორიც ქვეყანას სჭირდება“.

primetimenews.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …