მთავარი » ჯანდაცვა » ეს აპოკალიფსები გარკვეულად მომაბეზრებელი ხდება
ვცდილობ, თავი შევიკავო რეტროსპექტიული კრიტიკისგან,მაგრამ მეორე მხრივ, ეს აპოკალიფსები გარკვეულად მომაბეზრებელი ხდება-აცხადებს დავით სერგეენკო

ეს აპოკალიფსები გარკვეულად მომაბეზრებელი ხდება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ოპონენტებს ჯანდაცვის დაგეგმარების საფუძვლების წაკითხვას ურჩევს. 

მინისტრი დღევანდელ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა ოპონენტების მოსაზრებას, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ვერ განხორციელდება, რადგან სამინისტროს ამის ფინანსური რესურსი არ აქვს.

დავით სერგეენკოს განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით სამინისტროს ოქტომბრის ბოლოს გაწერილი ექნება კონკრეტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელსაც საზოგადოებას წარუდგენს.

“გულწრფელად ვცდილობ, თავი შევიკავო რეტროსპექტიული კრიტიკისგან, მითუმეტეს ირონიზირებისგან, მაგრამ მეორე მხრივ, ეს აპოკალიფსები გარკვეულად მომაბეზრებელი ხდება, რადგან 2013 წელს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ვიწყებდით, ისტერიკამდე მისული კრიტიკა იყო, რომ ვერ შევძლებდით ამის გაკეთებას.

შევძელით, ხომ? ამის მერე, იყო ისტერიკა, რომ ეს დააქცევს ეკონომიკას. კარგი, ჩემი არ სჯერათ ამ ექსპერტებს, მსოფლიო ბანკი ჩამოვიდა, ჩაატარა კვლევა და ახლახან, ივნისში მთელ საზოგადოებას გააცნო, რომ საყოველთაო ჯანდაცვამ არამც თუ დაანგრია ეკონომიკა, არამედ პირდაპირი ინვესტიცია არის ეკონომიკაში. ახლა რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას.

“ფული არ გვეყოფა”, არ ვიცი ასე რატომ ფიქრობს ეს ხალხი. პირველად ჯანდაცვაზე აქცენტირება არის სწორედ თანხების რაციონალური გამოყენება, რომ ის უძვირესი მკურნალობა, რაც დაგვიანებულ შემთხვევებს სჭირდება, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

ამ რეფორმის ჩატარებას წლები სჭირდება. წინასწარ გამოტირება, მინიმუმ გაუგებარია. C ჰეპატიტზეც იგივეს ვისმენდით. წიგნი წაიკითხონ, ჯანდაცვის დაგეგმარების საფუძვლები, ეს იქნება ჩემი მათდამი მეგობრული რჩევა”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …