ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში “მაიმუნის ყვავილის” 780-მდე შემთხვევა აღრიცხა. ვირუსი უკვე 27 ქვეყანაში გამოვლინდა. ერთი კვირით ადრე ვირუსი დაფიქსირებული იყო 23 ქვეყანაში, შემთხვევების ზრდამ 203% შეადგინა.
ქვეყნები, სადაც „მაიმუნის ყვავილით“ დაინფიცირების შემთხვევები დადასტურდა, ძირითადად ვეროპის და ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარეობს.
ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ლატვიაში. დაავადებული 50 წლის მამაკაცია, რომელიც საზღვარგარეთ დაინფიცირდა.