თბილისი (BPI) -პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. აღნიშნული რეფორმა გულისხმობს პირველადი რგოლის მნიშვნელობის წამოწევას და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარებას.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ეხება ყველას, როგორც ექიმებს, ასევე – პაციენტებს. ამიტომ, დავინტერესდით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნანა გელაძის მოსაზრებით ამ საკითხთან დაკავშირებით.
“დიდი სურვილი მაქვს, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი მაღალ დონეზე იყოს განვითარებული.სწორედ პირველ რგოლში ხვდება ექიმი პაციენტსდა აუცილებელია, რომ სწორი მიმართულებით იყვნენ წარგზავნილი პაციენტები. სამწუხაროდ, არ ჩანს მაღალ დონეზე ეს რგოლი, რადგან ისეთი პაციენტები მოდიან ხშირად, რომელთაც არც კი სჭირდებათ კონკრეტული მიმართულების ექიმი.
იგრძნობა ოჯახის ექიმთა კვალიფიკაციის პრობლემა, განსაკუთრებით რეგიონებიდან. ეს ჩანს კიდეც იმ დანიშნულებებიდან, რომელსაც ისინი პაციენტს აძლევენ და ჩანს იქედანაც, რომ ჩვენ როცა ვაკეთებთ სასწავლო კონფერენციებს, მასში მონაწილეობას, პრაქტიკულად, არ იღებენ ექიმები რეგიონებიდან.
ამიტომ, რეფორმაში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ექიმთა გადამზადების საკითხი, თუნდაც საუნივერსიტეტო კლინიკაში კონკრეტული მიმართულებით, რადგან წრეზე ტრიალებს ის უამრავი მედიკამენტი, რომელსაც ჩვენ აღარც კი ვნიშნავთ“, – აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ნანა გელაძე.
აღსანიშნავია, რომ პირველადი ჯანდაცვა, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტად გამოცხადდა