მთავარი » მსოფლიო » სკანდალური დასკვნა – სიმსუქნის მიზეზი ქრონიკული ანთებაა
სიმსუქნე ყოველთვის მიუთითებს ადამიანის ორგანიზმში ფარულად მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესების არსებობას. ამასთან ის იწვევს ინსულინ რეზისნტენტობას.

სკანდალური დასკვნა – სიმსუქნის მიზეზი ქრონიკული ანთებაა

იაპონიელმა მეცნიერებმა ტოკიოს ბიომედიცინის ინსტიტუტიდან სკნადალური დასკვნა დადეს. მკვლევარების მტკიცებით, ქორნიკული ანთებები დროთა განმავლობაში სიმსუქნის პროვოცირებას იწვევს.

მეცნიერები დასკვნის დასტურად ვირთხებზე ჩატარებულ ექსპერიმენტს იყენებენ. მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, სიმსუქნე ყოველთვის მიუთითებს ადამიანის ორგანიზმში ფარულად მიმდინარე ანთებით პროცესებზე, ამასთან ის იწვევს ინსულინ რეზისნტენტობას, რაც სისხლში გლუკოზის დონის შემცირებით გამოიხატება.

ამ პროცესების ზუსტი ახსნა დღემდე არ არსებობს, თუმცა ახალი კვლევის თანახმად ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედულ დონეზე შესწავლა მოწმობს, რომ  ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი ფონი ცხიმოვანი მასის მატების სტიმულირებას ახდენს.

სიმსუქნის მკვლევართა მეორე ჯგუფი კოპენჰაგენიდან ირწმუნება, რომ ზედმეტი წონა მამაკაცებში მათ სპერმაზე უარყოფითად აისახება და შვილებს სიმუქნისკენ მიდრეკილს ხდის.

forbes.kz

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …