მთავარი » ჯანდაცვა » ექიმების ხელფასი უნდა იყოს ისეთი, რომ მათი ღირსება არ ილახებოდეს
ნანა კაკაბაძე სამედიცინო სფეროში არსებულ ხარვეზებს გამოეხმაურა: ექიმების ხელფასი უნდა იყოს ისეთი, რომ მათი ღირსება არ ილახებოდეს

ექიმების ხელფასი უნდა იყოს ისეთი, რომ მათი ღირსება არ ილახებოდეს

ნანა კაკაბაძე: ექიმების ხელფასი უნდა იყოს ისეთი, რომ მათი ღირსება არ ილახებოდეს. თბილისი (BPI) – ,,ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანების უფლებებისთვის თავმჯდომარე“ ნანა კაკაბაძე ჯანდაცვის სამინისტროს ბოლოდროინდელ საქმიანობასა და სამედიცინო სფეროში არსებულ ხარვეზებს გამოეხმაურა:

,,მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და მინისტრის მისამართით გარკვეული კრიტიკა და ზეწოლა არსებობს, მიმაჩნია, რომ ეს უწყება დღეს ერთ–ერთი ყველაზე წარმატებულია.

ეს ყველაფერი გაიგივებულია დავით სერგეენკოს პიროვნებასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვა, რომელმაც უამრავი ადამიანი გადაარჩინა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება“, – აცხადებს კაკაბაძე.

კაკაბაძის თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემაც.

„მართალია, ამ სფეროს ექსპერტი არ ვარ, მაგრამ გამაჩნია აზრი, რომ ხელისუფლებას კერძო ბიზნესში ჩარევის უფლება ალბათ არ უნდა ჰქონდეს. თუმცა გარკვეული დახმარებები უნდა არსებობდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, უპრობლემოდ შეეძლოს ადამიანს მათი შეძენა. სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის სახელმწიფომ უნდა გაიღოს გარკვეული ხარჯები“, – მიაჩნია კაკაბაძეს.

„ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ჯანდაცვაში დიდი პროგრესია, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, პირველ რგოლში დასაქმებულ ექიმებს არ აქვთ სათანადო ანაზღაურება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა არ არის, მაგრამ შედარებითი ანალიზის გაკეთებას სჯობია ზოგადად, რომ უკეთესზე ვიზრუნოთ. წარსული უნდა დავივიწყოთ.

გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს, რომ ექიმების ხელფასი იყოს ისეთი, რომ მათი ღირსება არ ილახებოდეს. მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, შეასრულონ მოვალეობები თავისუფლად. ფინანსისტი არ ვარ და ვერ დავსახავ სწორ გეგმას, თუ რა მექანიზმით უნდა გაზარდონ მედიკოსების ხელფასები, თუმცა ფაქტია, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს“,

– აღნიშნა ნანა კააკბაძემ და დასძინა, რომ მედიცინა, განათლების პარალელურად, ის სფეროა, რომელიც ერის, საზოგადოების სიჯანსაღეზე აგებს პასუხს, ამდენად ამ მიმართულებების გაძლიერება სახელმწიფოს ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს მუდამ.

bpi.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …