ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უახლესი რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი დააფქსირა კლინიკა “ნატუროპათი”-ს კოსმეტოლოგმა ნათია ტერუნაშვილმა.
ექიმმა მოკლედ შეაფასა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფრომისა და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეები:
“ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის წარმატებას მხოლოდ დრო განსაზღვრავს. ზოგადად, თავისი არსით, რეფრომა მნიშვნელოვანია, მთავარია წავიდეს სწორი მიმართულებით და იმუშაოს ისე, როგორც მუშაობს სხვა ქვეყნებში.
ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევასთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ ცუდი ნამდვილად არ იქნება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტებში დაინერგება ის კულტურა, რომელიც გულისხმობს დაავადების პირველივე სტადიაშივე ექიმთან მისვლას. პაციენტების უმრავლესობა, მხოლოდ დაავადების გართულების შემდგომ მიმართავს მედიკოსს. ასეთ შემთხვევაში კი პირველადი რგოლის რეფორმა აზრს კარგავს”.
რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, კოსმეტოლოგი მიესალემბა:
“აღნიშნული რეფორმა უამრავ ადამიანს დაეხმარა სიცოცხლის შენარჩუნებაში. პირადად მე არ აქვს შეხება ამ კონრეტულ რეფორმასთან, მაგრამ იმ ექიმებსა თუ პაციენტებთან, რომლებთანაც მიწევს ურთიერთობა, მათი კმაყოფილების დონიდან გამომდინარე ვხვდები, აღნიშნული პროგრამა მუშაობს. არ შეიძლება, რომ ადამიანი, რომელსაც ოპერაციის თითქმის მთლიანი ღირებულება უფინანსდება, უკმაყოფილო იყოს. რიგითი პაციენტის გადმოსახედით შემიძლია ვთქვა, რომ ეს მართლაც, უნიკალური პროგრამაა”.
ნათია ტრუნაშვილმა მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წამლის ფასები კატასტროფულად გაზრდილია:
“ადამინების იმ ჯგუფისთვის, რომლებსაც არ აქვთ დაფინანსება მედიკამენტებზე, დღეს ძალიან რთული მდგომაროებაა, ისინი ფიზიკურად ვერ ახერხებენ მედიკამენტების ყიდვას. ამ რთული ვითარებიდან ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისინი უნდა იყოს ხარისხიანი და მკაცრად კონტროლირებული შესაბამისი ორგანოს მიერ”.
ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ჰუმანითი ჯორჯიას ხელმისაწვდომი მედიკამენტები აფთიაქებში მალე გამოჩნდება. ჰუმანითი ჯორჯიას გენერალური დირექტორის ანდრეი კუზმას ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს კომპანიის მედიკამენტების დასაწყობება და ძალიან მალე 250-მდე დასახელების ხშირი მოხმარების პრეპარატი ხელმისაწვდომ ფასად აფთიაქებში გაიყიდება. ამის შესახებ კუზმამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადა.
რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ფარმაცევტულმა კომპანია ჰუმანითი ჯორჯიასგან ჰუმანიტარული დახმარება უკვე მიიღო. ეს არის ჰუმანითი ჯორჯიას მიერ შემოტანილი კარდიოლოგიური და ანტიბიოტიკის ჯგუფის პრეპარატების მოცულობითი პარტია, რომელიც საავადმყოფოს პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი.