მთავარი » ჯანდაცვა » ექიმები აქცენტს ძვირადღირებულ მედიკამენტებზე აკეთებენ
არსებობს პრეპარატები, რომლებიც პენსიონერმა შესაძლოა 5 ლარად იყიდოს, ამ დროს კი ექიმები აქცენტს 4-5 ჯერ ძვირადღირებულ მედიკამენტებზე აკეთებენ.

ექიმები აქცენტს ძვირადღირებულ მედიკამენტებზე აკეთებენ

ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა პრიორიტეტად გამოაცხადა და მასზე მუშაობა უკვე დაიწყო. რეფორმის წარმატებით მიმდინარეობაში სამინისტროს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “გლობალური ალიანსი” ეხმარება.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობაზე, მასში არსებულ ხარვეზებსა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლზე, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის პროექტების დირექტორი, ექსპერტი სოციალურ საკითხებში, ფიქრია ბრეგვაძე განმარტავს:

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. პროგრამის ფარგლებში პირველადი კონსულტაციები ხელმისაწვდომია. თუმცა, რეგიონებში შეინიშნება, რომ პროგრამა გაძლიერებისა და გამყარების ნაცვლად სუსტდება”.

ექსპერტი ამგვარ ტენდენციას მონიტორინგის მუშობის სისუსტეს უკავშირებს.

“პროგრამის დანერგვა მნშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ საყურადღებოა ამ პროგრამის მონიტორინგი, რათა ცნობილი იყოს ხარვეზები და მიღწევები. რეგიონებში ნამდვილად შეინიშნება ძველი მაქინაციები, რომლის აღმოფხვრაც ამ პროგრამის ერთ-ერთი მიზანი იყო.

თავად ჯანდაცვის პირველი რგოლი და მასში არსებული სერვისების გამოყენება ზოგჯერ მოუხერხებელია. ნებისმიერი ადამიანი საკუთარ პროვაიდერს თავად არ ირჩევს, რაც დისკომფორტია. თუ პაციენტს სურს კონკრეტულ ექიმთან ვიზიტი, ხშირად ეს სურვილი არ უკმაყოფილდება”, – განმარტვას კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის პროექტების დირექტორი.

გარდა ამისა, ექსპერტი შშმ პირებისთვის სერვისებზე მარტივი წვდომის საკითხის გამარტივებასა და მის მნიშვნელობაზეც მიანიშნებს:

“არის დაავადებები, რომლებიც ქრონიკულად ითვლება, მაგრამ მათი დაფინანსება არ ხდება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აფინანსებენ სარეაბილიტაციო ვარჯიშებს, თუმცა ერთჯერადი სახით. თუ ჩენთვის ეს ყველაფერი რელაქსაციისა და გამაჯანსაღებელ ხასიათს ატარებს, შშმ პირებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მაგრამ არ არის საყოველთაო დაზღვევაში ჩასმული.

ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს მხოლოდ ორმოცდაათ პროცენტს, მაგრამ სოციალურად დაუცველი პირებისთვის ამ 50 პროცენტის ანაზღაურებაც პრობლემაა. მომსახურება 500-600 ლარს აღწევს, რაც ამ კატეგორიის ადამიანებისთვის საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა”.

გარდა ამისა, ექსპერტი ექიმების კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიებისადმი დაინტერესებასაც არ გამორიცხავს: .

“არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს კონკრეტულ მედიკამენტს მიზანმიამრთულად სთავაზობენ. არსებობს პრეპარატები, რომლებიც პენსიონერმა შესაძლოა 5 ლარად იყიდოს, ამ დროს კი ექიმი მას მსგავსი ტიპის 4-5 ჯერ უფრო ძვირადღირებულ წამალს უნიშნავს. ექიმები აქცენტს ძვირადღირებულ მედიკამენტებზე აკეთებენ”.

ამ ფონზე, ფიქრია ბრეგვაძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს:

“პერიოდულად უნდა მოხდეს ერთვარი სელექცია, რომელსაც კერძო კომპანია შეასრულებს თუ სახელომწიფო დონეზე გადაწყდება, ეს უკვე ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა.არსებობს ძვირადღირებული მედიკამენტები, რომლებშიც ადამიანები ფულს ხარჯავენ, მაგრამ არ აქვთ შედეგი. სწორედ ამ ტიპის საკითხებით უნდა დაინტერესდეს ჯანდაცვის სამინისტრო”.

ibusiness.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …