მთავარი » ჯანდაცვა » ელექტრონული სწავლება პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ინფექციონისტებისთვის
ელექტრონული სწავლების პლატფორმა პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ინფექციონისტებისთვის - პროექტის პრეზენტაცია დღეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრში გაიმართა.

ელექტრონული სწავლება პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ინფექციონისტებისთვის

ელექტრონული სწავლების პლატფორმა პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ინფექციონისტებისთვის – პროექტის პრეზენტაცია დღეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი დაესწრნენ.

ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის – BMJ-ის საგანმანათლებლო ინიციატივა 3 წლიანი პროექტია. BMJ პორტალი სამედიცინო განათლების, დიაგნოსტირების, მონაცემთა ანალიზისა და ხარისხის გაუმჯობესების სასწავლო მოდულებს მოიცავს. პროექტი ბრიტანული ჟურნალის საგანმანათლებლო ელექტრონულ რესურსებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. მისი მეშვეობით, კლინიცისტს ცოდნის დონის შემოწმება პრე-ტესტითა და პოსტ-ტესტითაც შეუძლია. 

პროექტის ფინანსურ მხარდამჭერას აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) უზრუნველყოფს. აღნიშნული პლატფორმის დანერგვა საქართველოში უწყვეტ სამედიცინო განათლებასა და პროფესიული მზადების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. 

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …