მთავარი » ჯანდაცვა » ე.წ ღორის გრიპის სიმპტომები – რა რეკომენდაციებს გვაძლევენ მედიკოსები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი ე.წ ღორის გრიპის სიმპტომების შესახებ.

ე.წ ღორის გრიპის სიმპტომები – რა რეკომენდაციებს გვაძლევენ მედიკოსები

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, დღეისთვის 100 000 მოსახლეზე  H1N1  ვირუსის 273 შემთხვევაა დაფიქსირებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს. მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და მათ გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევენ.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი იმ სიმპტომებზე საუბრობს, რომლის დროსაც დაუყოვნებლივ სამედიცინო მომსახურების ჩარევაა აუცილებელი.

„თუ აქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა, სამდღეზე მეტხანს გახანგრძლივებული მაღალი ცხელება, სუნთქვის გართულება, ტკივილი სუნთქვისას გულ-მკერდის არეში. ხველა ან ნახველი, რომელსაც თან ერთვის სისხლიანი ნახველი. ბავშვებში შეიძლება იყოს განმეორებითი პირღებინება, ან დიარეა და გაუწყლოვება გამოხატული, ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს“

– განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა.

cp.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …