მთავარი » ჯანდაცვა » ძუძუთი კვების პრაქტიკის შეაფასება იწყება
ჯანდაცვის სამინისტრო ძუძუთი კვების ხელშეწყობის მიზნით, არსებული სიტუაციის ზუსტშეფასებას, პრობლემების იდენტიფიცრებას და სამოქმედო სტრატეგიის დასახვას იწყებს.

ძუძუთი კვების პრაქტიკის შეაფასება იწყება

ჯანდაცვის სამინისტრო ძუძუთი კვების ხელშეწყობის მიზნით, არსებული სიტუაციის ზუსტშეფასებას, პრობლემების იდენტიფიცრებას და სამოქმედო სტრატეგიის დასახვას იწყებს.

დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში, ლევან ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლში ძუძუთი კვების პრაქტიკა შეაფასა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ძუძუთი კვებით მოცვის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. მიმდინარე პერინატალური რეგიონალიზაციის პროცესი ქმნის სამშობიარო კლინიკების დონეზე ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული სიტუაციის შესწავლის შესაძლებლობას. ძუძუთი კვების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ კომპონენტზე აქცენტის გაკეთება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების ხარისხს გააუმჯობესებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალშობილისათვის ძუძუთი კვება, სპონტანური მშობიარობის შემდეგ პირველი საათის განმავლობაში, ექსკლუზიურად დედის რძით ჩვილის კვება 6 თვის ასაკამდე, ხოლო შემდეგ გაგრძელება სათანადო დამატებით კვებასთან ერთად 2 წლამდეა რეკომენდირებული. ძუძუთი კვების პრაქტიკის შეფასება სხვა სამშობიარო დაწესებულებებშიც გაგრძელდება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …