მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » ჟან-ელი მალკინი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
"გლობალ ალიანსის" კოორდინატორი მოხარულია, რომ "გლობალ ალიანსს", საქართველოს ევროპაში დაბრუნების ისტორიული არჩევანის ხორცშესხმაში მოკრძალებული წვლილი შეაქვს

ჟან-ელი მალკინი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

“გლობალ ალიანსის” კოორდინატორი მოხარულია, რომ “გლობალ ალიანსს”, საქართველოს ევროპაში დაბრუნების ისტორიული არჩევანის ხორცშესხმაში მოკრძალებული წვლილი შეაქვს. 

საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსის“ კოორდინატორის თქმით მსოფლიო საქართველოს იცნობს, როგორც ცივილიზაციის უძველეს კერას.

“გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. მსოფლიო საქართველოს იცნობს, როგორც ცივილიზაციის უძველეს კერას, ოქროს საწმისის, მედეას, რუსთაველის სამშობლოს, ქართველ ხალხს კი საკაცობრიო მნიშვნელობის არაერთი სულიერი და მატერიალური კულტურული საგანძურის შემქმნელს, არაერთი ისტორიული დრამისა და მოვლენის აქტიურ მონაწილეს. მოხარულები ვართ, რომ „გლობალ ალიანსს“ თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს ევროპაში დაბრუნების თქვენი ისტორიული არჩევანის ხორცშესხმაში.

საქართველომ დიდი პროგრესი განახორციელა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც უნივერსალური ჯანდაცვის იმპლემენტირება მოახდინა. უფრო მეტიც, ჯანდაცვა კვლავაც რჩება მთავარ პრიორიტეტად საქართველოს პოლიტიკის დღის  წესრიგში.

ეს იმედს გვაძლევს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჯანდაცვის სისტემა გავხადოთ უფრო ჰუმანური და ადამიანზე მორგებული. ჩვენი ორიენტირია ევროპული სტანდარტები და ნორმები, ხარისხიანი მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურებაზე  ხელმისაწვდომობა;  ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობა და ჯანსაღი კონკურენტული გარემო; ექიმის პროფესიის დაფასება და ღირსეული ანაზღაურება.

სამუშაო ბევრია, თუმცა, გვჯერა, რომ ყველა ერთად  შევიმუშავებთ მოდელს, რომლის გამოცდილებაც გვაქვს სხვა ქვეყნებში და ამავე დროს, ინოვაციური მიდგომებით სიახლე იქნება მსოფლიოსთვის. დარწმუნებულები ვართ წარმატებაში, რადგან  საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების მისწრაფება, გახდეს დემოკრატიული ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ურყევია”. 

განაცხადა საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსის“ კოორდინატორმა, დოქტორმა ჟან-ელი მალკინმა.

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …