მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი თავდაცვის პირველი ხაზია
ჟან-ელი მალკინი: "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი" თავდაცვის პირველი ხაზია

საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი თავდაცვის პირველი ხაზია

დღეს, „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტმა ჟან-ელი მალკინმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადილემ ვალერი კვარაცხელიამ „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“ დაათვალიერეს და სასწავლო ცენტრის პრაქტიკულ მუშაობას გაეცნენ.  

„საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის“ დათვალიერების შემდეგ „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტმა ჟან-ელი მალკინმა ჟურნალისტებთან განაცხადა:

“ჩემთვის ეს ცენტრი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს საოჯახო მედიცინის ცენტრი. ეს თავდაცვის პირველი ხაზია – ადგილი, რომელსაც ხალხი პრობლემებით მიმართავს და ისინი იღებენ ხარისხიან მომსახურებას. პერსონალის პროფესიონალიზმი, თავდადება და გაწეული მომსახურეობები გამაოგნებელია. მსურს ეს წარმატება მოვულოცო ცენტრის პერსონალსა და დირექტორებს.

ამჟამად საქართველოს მთავრობას Global Alliance-ის სახელით ვეხმარებით, რათა ჯანდაცვის სისტემის ყველა კომპონენტი გავაუმჯობესოთ. 

პირველადი ჯანდაცვა აუცილებელი და გადაუდებელი მომსახურებაა მთლიან სისტემაში. ჩვენი სურვილია ეს ცენტრი იყოს პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესებისა და წარმატების მაგალითი არამხოლოდ თბილისში, არამედ მთელს ქვეყანაში.

Global Alliance მხარს დაუჭერს მთავრობას სისტემის გაუმჯობესებაში, გვექნება ძალიან კარგი საქვეყნო მაგალითი ცენტრის სახით, რომელზეც დაყრდნობითაც ჯანდაცვას კიდევ უფრო განვავითარებთ“, – განაცხადა მალკინმა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ახალ პრიორიტეტად გამოაცხადა, რომელიც C ჰეპატიტისა და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამების პარლელურად განხორციელდება. რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და კონკრეტული სამოქმედო გეგმა ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება.

რეფორმის მიზანია პრევენციული მედიცინის როლის გაზრდა, სამედიცინო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, პოლიკნინიკებისა და ამბულატორიების (განსაკუთრებით რეგიონებში) ინფრასტრუქტურული მოწესრიგება და მათი სათანადოდ აღჭურვა, პირველად რგოლში დასაქმებული ექიმებისა და ექთნების შრომის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა და ასევე მათი პროფესიული გადამზადების ეფექტიანი სისტემის ამოქმედება. მნიშვნელოვანია, რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებაში სამინისტროს კონსულტირებას „გლობალური ალიანსი“ უწევს .

ipress.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …