მთავარი » ჯანდაცვა » დიმიტრი ხუნდაძემ “კურაციოს” კვლევებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა
გაკეთდა "კურაციოს" კვლევებთან დაკავშირებით განმარტებები,უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგები ასახავს აღნიშნულ კვლევებში მონაწილეთა მოსაზრებებს და მოლოდინებს

დიმიტრი ხუნდაძემ “კურაციოს” კვლევებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” მიერ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხუნდაძე პარლამენტში ბრიფინგი გამართა.

“ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო მუშაობის გარდა, სისტემის საზედამხედველო საქმიანობას ახორციელებს. გამომდინარე აქედან, თვალყურს ვადევნებთ როგორც მიმდინარე პროცესებს, რისი უშუალო მონაწილეც თავად ვართ.

ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სხვადასხვა ექსპერტულ კვლევებს და არასამთავრობო სექტორის შესაბამისი სპეციალისტების შეფასებებს. ამ კუთხით საინტერესოა “კურაციოს” მიერ ბოლოდროინდელ კვლევებში მონაწილე ექსპერტებისა და სპეციალისტების მოსაზრებები.

უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგები ასახავს მხოლოდ აღნიშნულ კვლევებში მონაწილეთა მოსაზრებებს და მოლოდინებს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატის თქმით, კვლევის მიხედვით, ექსპერტებისა და სპეციალისტების მოსაზრებებით, ბოლო 6-თვის მანძილზე ჯანდაცვის სფეროს ნომერ პირველ წარმატებად C-ჰეპატიტის პროგრამა დასახელდა, ასევე პოზიტიურად შეფასდა რეცეპტების ინსტიტუტის ამოქმედება.

მათი მოსაზრებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება. ასევე, კვლევაში ძალიან მაღალი შეფასება მიიღო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ.

კვლევის თანახმად, რესპოდენტთა ნახევარზე მეტი თვლის, რომ ადგილი აქვს თანხების ჩარიცხვის ოდნავ ან მნიშვნელოვნად დაგვიანებას. როგორც ამასთან დაკავშირებით ხუნდაძემ განმარტა, მათ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, კლინიკებიდან შესრულებული სამუშაოს დროულად და სწორად გადმოგზავნის შემთხვევაში, თანხების ჩარიცხვა არ გვიანდება.

კვლევის მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მედიკამენტებზე და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდა სახელდება. მათივე მონაცემებით, ჯანდაცვაზე ფასები გაზრდილია 7,4%-ით, რაც პანიკის საფუძველს არ იძლევა. რაც შეეხება მედიკამენტებით უზრუნველყოფას, დღემდე 1,6 მლნ. მოქალაქე ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამებით საჭირო პრეპარატებს ღებულობს.

ჯანდაცვის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს, რომ სექტემბრიდან გაიზარდოს ხელმისაწვდომობა – განსაკუთრებით პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე.

კვლევაში ერთ-ერთ მთავარ კითხვად არის გამოტანილი, თუ რამ გამოიწვია გადაუდებელი ოპერაციების ასეთი სწრაფი მატება. პასუხი ამ კითხვაზე არის ის, რომ მოსახლეობაში წლების მანძილზე გროვდებოდა და რთულდებოდა ჯანმრთელობის პრობლემები და დღეს მათ მიეცათ ამ პრობლემის მოგვარების რეალური შანსი.

ასევე კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვან წარმატებად ითვლება ის, რომ 2012 წელთან შედარებით, თითქმის 40%-ით არის გაზრდილი ამბოლატორიული მიმართვიანობა. 

გარდა ამისა, ექსპერტთა შეფასებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დახარჯულია 14%-ით მეტი, რაც დროულ და ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს.

მსურს ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გავაკეთო განმარტება – მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა არის ხელისუფლების უპირველესი საზრუნავი და ამისათვის ყველა რესურსი იქნება გამოყენებული”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …