საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხდებს, რომ საქართველოში ტუბერკულიოზის შემთხვევები შემცირდა.
მისი თქმით, მასში დიდი როლი ითამაშა ჯანდაცვის კომიტეტის მიერ განხორცილებულმა ცვლილებებმა.
“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და სხვადასხვა აქტივობებით ქვეყანაში ტუბერკულიოზის შემთხვევები ჩემცირდა მაგრამ საგანგაშო იყო ის ფაქტი, რომ წამალმდგრადი ტუბერკულიოზის შემთხვევებმა იმატა. ჩვენ შევიმუშავეთ პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც ცალკე ქვეყანაში არ არსებობდა.
საკმაოდ ამბიციური განაცხადი გავაკეთეთ, როდესაც შემოვიტანეთ არანებაყოფლობითი მკურნალობის დეფინიცია თუ პაციენტი არაერთი შეთავაზების მიუხედავად უარს განაცხადებს მკურნალობაზე მისი ნების მიუხედავად სახელმწიფო უზრუნველყოფს მის მკურნალობას და დაიცავს მის ჯანმრთელობას და გარშემომყოფ პირებს რომ ეს ინფექცია არ იყოს გავრცლებული”, – განაცხადა ხუნდაძემ “კვირას” პრესკლუბში.