მთავარი » მსოფლიო » დიდი ბრიტანეთის გარკვეული ქალაქები შესაძლოა აფთიაქების გარეშე დარჩეს
დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება საბიუჯეტო ხარჯების შემცირების შესახებ ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური აფთიაქების მეოთხედს დახურვით ემუქრება.

დიდი ბრიტანეთის გარკვეული ქალაქები შესაძლოა აფთიაქების გარეშე დარჩეს

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება საბიუჯეტო ხარჯების შემცირების შესახებ ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური აფთიაქების მეოთხედს დახურვით ემუქრება.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის ალისტარ ბერტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის დაახლოებით 3000-მდე აფთიაქის გაუქმებას ნიშნავს. საინტერესოა, რომ ბრიტანეთის მასშტაბით მუნიციპალური აფთიაქების რაოდენობა 11 000-ს აღემატება. მთავრობის მიერ საბიუჯეტო ხარჯების შემცირება კი დიდი ბრიტანეთის გარკვეულ რაიონებს აფთიაქის გარეშე დატოვებს.

ბრიტანეთის მთავრობის 2015 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით მომდევნო 2 წლის განმავლობაში საბიუჯეტო ხარჯები 170 მილიონი ფუნტი სტერლინგით შემცირდება.

pharma.net.ua

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …