“წარმოუდგენელია, 3,7 მილიონია ქვეყენაში და ვერ ხედავდე ნახევარ მილიონზე მეტის მონაცემთა ბაზებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეეკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია ბაზების განახლება და არა პირიქით, როგორც ამას სადაზღვევო კომპანიები ითხოვენ.
“წარმოუდგენელია, 3,7 მილიონია ქვეყენაში და ვერ ხედავდე ნახევარ მილიონზე მეტის მონაცემთა ბაზებს. არ იცოდე, რა სახის პაკეტით სარგებლობდე და ასე დაგეგმო ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა, ეს შეუძლებელია.
ამისთვის საჭიროა, მოხდეს ბაზების განახლება, შემდეგ ანალიზი და კონსულტაციები კერძო სადაზღვევო ინდუსტრიებთან და არა პირიქით, როგორც ითხოვენ ზოგიერთი სადაზღვევოს წარმომადგენლები.
ეს არის გზა არსაითკენ და ვშიშობ, დღევანდელი დემარშით კომპანიებმა საგრძნობლად გაირთულეს მდგომარეობა. ეს არის რეალობა, თუმცა ჩვენი გადადგმული ნაბიჯები ამის გამოსწორებისკენაა მიმართული”, – აღნიშნა სერგეენკომ.
ipress.ge