მთავარი » ჯანდაცვა » დღესასწაულ “ახმეტობა 2017”-ს ჯანდაცვის სამინისტრო შეუერთდა
ახმეტაში, სახალხო დღესასწაულ „ახმეტობა 2017“-ს ჯანდაცვის სამინისტრო შეუერთდა. „ბიძინაობა“ ყოველწლიურად, 1-ელ ოქტომბერს აღინიშნება.

დღესასწაულ “ახმეტობა 2017”-ს ჯანდაცვის სამინისტრო შეუერთდა

ახმეტაში, სახალხო დღესასწაულ „ახმეტობა 2017“-ს ჯანდაცვის სამინისტრო შეუერთდა.

ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მოძრავი ამბულატორია განთავსდა. ექიმ-სპეციალისტთა ჯგუფი ადგილობრივებს C ჰეპატიტზე სკრინინგს მთელი დღის განმავლობაში უტარებდა. სწრაფი-მარტივი ტესტის გაკეთება ყველა მსურველს, უფასოდ შეეძლო.

სახალხო დღესასწაულის აღნიშვნაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყება იყო ჩართული. ადგილზე კულტურული და სპორტული ღონისძიებებიც გაიმართა.

სახალხო დღესასწაული „ბიძინაობა“ ბახტრიონის აჯანყების მეთაურის, ახმეტის მკვიდრის, წმინდანად შერაცხული ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსოვნას ეძღვნება და ყოველწლიურად, 1-ელ ოქტომბერს აღინიშნება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …