მთავარი » ჯანდაცვა » დღეს კამპანია “მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის – მოძრაობა C ჰეპატიტის გარეშე” დაიწყო
დღეს დაიწყო კამპანია “მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის – მოძრაობა C ჰეპატიტის გარეშე”, რომლის მიზანიც საზოგადოების ინფორმირების ამაღლებაა.

დღეს კამპანია “მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის – მოძრაობა C ჰეპატიტის გარეშე” დაიწყო

დღეს დაიწყო კამპანია “მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის – მოძრაობა C ჰეპატიტის გარეშე”, რომლის მიზანიც საზოგადოების ინფორმირების ამაღლებაა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული კამპანიის მიზანია, რომ საზოგადოების მეტი ინფორმირება მოხდეს C ჰეპატიტთან, იმუნიზაციასთან, ანტინატალურ სკრინინგთან, კიბოს სკრინინგთან და თამბაქოსთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, აღნიშნულ კამპანიაში წამყვანი თემა C ჰეპატიტია. გამყრელიძის განცხადებით, ყველაზე მთავარია, რომ მოსახლეობამ იცოდეს მეტი, იცოდეს რომ C ჰეპატიტი უკვე განკურნებადი დაავადებაა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან სტატუსი, უნდა მიმართონ სკრინინგის ცენტრებს.

”უნდა მივიდნენ სკრინინგის ცენტრებში, ჩაიტარონ სწრაფი ტესტი. თუ არის დადებითი, მაშინ გაღრმავებული კვლევა ტარდება, რადგან შეიძლება ადამიანი დადებითი იყოს, მაგრამ მას ჰქონდეს გადატანილი C ჰეპატიტი ან იყოს ნამკურნალევი. ამ შემთხვევაში მიდიან კვლევისთვის, თუ აქტიური ინფექციაა, მათ უტარდებათ მკურნალობა. C ჰეპატიტის განკურნებადობა დღეს ჩვენს ქვეყანაში არის 98%. უკვე დაახლოებით 40 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული ამ პროგრამაში და დაახლოებით 30 ათასმა იმკურნალა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან.

ამ კამპანიაში მონაწილეობენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტობა მიმაგრებულია თბილისის ყველაზე დიდ პოლიკლინიკებს. დაახლოებით 400-მა სტუდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, ისინი თბილისის 13 დიდ პოლიკლინიკაში განაწილდნენ. იმუშავებენ ოჯახის ექიმის უბანზე და ამ უბანზე მიმაგრებულ ადამიანებს მიაწვდიან ინფორმაციას 5 პრევენციის შესახებ. ესენია: C ჰეპატიტი, იმუნიზაცია, ანტინატალური სკრინინგი, კიბოს სკრინინგი და თამბაქო”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან განმარტა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი აღნიშნულ კამპანიაში არის თამბაქო.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, საქართველო მწეველთა მაღალი გავრცელების ქვეყანაა.

“ამ კამპანიის ერთ-ერთი საკითხი თამბაქოა. თამბაქო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, ვართ მწეველთა მაღალი გავრცელების ქვეყანა. პარლამენტმა მაისში უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი მიიღო, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული კანონპროექტის ამოქმედებასთან და თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას სტუდენტები მოსახლეობას.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …