მთავარი » ჯანდაცვა » დღეს ფასები მედიკამენტებზე კატასტროფულია
მედიკამენტებზე ფასები კატასტროფულად მაღალია

დღეს ფასები მედიკამენტებზე კატასტროფულია

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი გამოთქვა საერთაშორისო დერმატოლოგიური კლინიკა ,,კანი’’-ის დერმატო – ვენოროლოგმა სერგო დადაშიანმა.

ექიმმა ისაუბრა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმაზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული რეფორმა პაციენტებისთვის ეფექტური იქნება. ამასთან, რეფორმის უარყოფით მხარეებზეც ისაუბრა:

,,ჯანდაცვის პირველადი რგოლი, გარკვეულწილად, ოჯახის ექიმის მნიშვნელობის წინ წამოწევას გულისხმობს, ეს მისასალმებელია, თუმცა სრულიად მიუღებელია მისი განხორციელების პროცესი. აღნიშნული რეფორმა პაციენტებისთვის ეფექტური იქნება,  თუ მოხდება მათი სწორად და მიზნობრივად გადამისამართება ვიწრო სპეციალისტებთან და აღმოიფხვრება ის გაურკვევლობა, რის გამოც ხშირ შემთხვევაში, ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

კერძოდ,  არ იცოდნენ  ვისთვის მიემართათ, უწევდათ რიგში დგომა, რაც მათთვის საკმაოდ დამღლელი პროცესი იყო. ამის მიუხედავად,  გაცილებით რთულად არის  მდგომარეობა ექიმებთან მიმართებაში. ძალიან უფასურდება ექიმის მუშაობა და ფინასურად ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან.“

დადაშიანის თქმით, ოჯახის ექიმზე დაახლოებით  2–3 ათასი პაციენტი მოდის, რაც ძალიან კოლოსარული ციფრია.

„პაციენტის ვიზიტი ოჯახის ექიმთან  სრულიად შეუზღუდავია. უფასო სერვისიდან გამომდინარე, ზოგჯერ ექიმს უწევს,  არასაჭირო მომსახურების გაწევაც. ამ ყველაფერთან ერთად, მათი ანაზღაურებაც ძალიან დაბალია. ექიმს, რომელიც 40–45 ადამიანს მიიღებს დღეში და თვის ბოლოს მისი ხელფასი 300–400 ლარს არ აღემატება, ეს დიდი შეუსაბამობაა. მიმაჩნია, რომ  სახელმწიფოს დონეზე აღნიშნული ხარვეზები ვერ დარეგულირდება.

სახელმწიფოს შესაბამისი ფინანსური სახსრები არ გააჩნია, რათა უზრუნველყოს ექიმების შესაბამისი ანაზღაურება. შესაცვლელია პროცესი, კერძოდ,  ერთი და იგივე პაციენტი ყოველ კვირას არ უნდა მიდიოდეს ოჯახის ექიმთან, რადგან ეს  ექიმისთვის ტყუილად დაკარგული დროა. მიაჩნია პაციენტის ვიზიტი ოჯახის ექიმთან უნდა იყოს ლიმიტირებული’’. 

სერგო დადაშიანმა  ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და  მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები შეაფასა:

,,რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, საკმაოდ მისაღებია, კმაყოფილები არიან პაციენტებიც. თუმცა იკვეთება  არასასიამოვნო ფაქტებიც, როგორიცაა რიგები, ლოდინი, ჩაწერის პროცედურები და სხვა. პაციენტი, როდესაც გადის ოჯახის ექიმთან კონსულტაციას, იღებს დანიშნულებას და შემდგომ სჭირდება გარკვეული მკურნალობა ან ოპერაცია, რაც დიდ რიგებსა და დაკარგულ დროს უკავშირდება. ეს არის ერთ–ერთი მთავარი პრობლემა აღნიშნულ რეფორმაში’’.

ექიმი მედიკამენტის ფასებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ წამლის ღირებულება ნამდვილად, არ შეესაბამება საქართველოში მცხოვრები ადამიანის საშუალო თვიურ შემოსავალს, რომელიც დღესდღეობით,  400-500 ლარს არ აღემატება. დადაშიანი სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდას  ითვალისწინებს, დადებითად შეაფასა, თუმცა მიანიშნა, რომ პროცესი მხოლოდ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოების ხარჯზე არ უნდა განხორციელდეს.

,,მედიკამენტებზე ფასები კატასტროფულად მაღალია. ქვეყანაში, სადაც ადამიანის საშუალო შემოსავალი თვეში შეადგენს 400–500 ლარს,  მდგომარეობა მიუღებელია. რაც შეეხება ჯენერიკ მედიმანეტებს, მათი ფასი გაცილებით დაბალია ორიგინალთან შედარებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემთვის მნიშვნელოვანია პაციენტს დავუნიშნო ძვირადღირებული მედიკამენტი და ვიცოდე, რომ შედეგი იქნება განარტირებული, ვიდრე  ჯენერიკის მიღების შემთხვევაში, რომელსაც შესაძლოა მსგავსი ეფექტი არ მოყვეს,“ – განმარტავს ექიმი და მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებას მიესალმება.

1news.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …