მთავარი » ჯანდაცვა » დღეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა
2016 წელს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის სლოგანია ჩემი მეგობრები - ჩემი გარემოცვა, ამ დღის სიმბოლოდ კი წელს ასეთი წინდები შეირჩა.

დღეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

დღეს 16.00 საათზე ექსპო ჯორჯიაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ოფიციალურად გაიხსნა.

კვირეულზე წარმოდგენილია ფოტო გამოფენა ,,ჩემი მეგობარი“, სადაც დამთვალიერებლებს პროფესიონალი ფოტოხელოვანების მიერ გადაღებული ფოტოების ნახვა შეუძლიათ.

2016 წელს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის სლოგანია ჩემი მეგობრები – ჩემი გარემოცვა, ამ დღის სიმბოლოდ კი წელს ასეთი წინდები შეირჩა .

12595929_839154202896405_1976177341_n

კვირეულის ფარგლებში ასევე იგეგმება:

  • 15 მარტი, 18:00 _ დისკუსია თემაზე „დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა გამოწვევები დღევანდელ საქართველოში“. ვაკის მედიათეკა, ვაკის პარკი
  • 18 მარტი, 11:00 _ კონფერენცია „დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა გამოწვევები დღევანდელ საქართველოში“. იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სანდრო ეულის 3ა
  • 19 მარტი, 18:00 _ პერფომანსი – „მეგობART”. დ.შევარდნაძის ეროვნული გალერეა
  • 21 მარტი, 12:00 _ მსვლელობა ვაკის პარკი-დან თსუ პირველი კორპუსამდე
  • 21 მარტი, 19:00 _ სპექტაკლი „პატარა უფლისწული“. მოძრაობის თეატრი, მუშტაედის ბაღი

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …