მთავარი » ჯანდაცვა » დღეიდან საოჯახო მედიცინის ორი სადღეღამისო ცენტრი ამოქმედდა
ისანი-სამგორის რაიონში საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრი ამოქმედდა.კლინიკა „მედკაპიტალის“ რაიონული ფილიალი 24-საათიან რეჟიმში გაუწევს მომსახურებას.

დღეიდან საოჯახო მედიცინის ორი სადღეღამისო ცენტრი ამოქმედდა

ისანი-სამგორის რაიონში საოჯახო მედიცინის პირველი სადღეღამისო ცენტრი ამოქმედდა. ვირუსული ინფექციების მქონე პაციენტებს კლინიკა „მედკაპიტალის“ რაიონული ფილიალი 24-საათიან რეჟიმში გაუწევს სამედიცინო მომსახურებას.

ვითარებას ადგილზე გაეცნო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე. ამ დრომდე ისანი-სამგორის რაიონში, საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრი არ მოქმედებდა. აღნიშნული ცვლილების შედეგად კი დედაქალაქის ყველა რაიონი სრულად არის მოცული.

დღეიდან კიდევ ერთი საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრი ამოქმედდა და ჩამონათვალს კლინიკა „მედკაპიტალის“ საბურთალოს რაიონული ფილიალი შეემატა. ის ვაკე-საბურთალოს მოსახლეობას სამედიცინო სერვისს 24-საათიან რეჟიმში მიაწვდის.

ამ დროისთვის, დედაქალაქის მასშტაბით, საოჯახო მედიცინის სულ 6 სადღეღამისო ცენტრი მოქმედებს. ესენია:

  1. “საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი” (მის:წინამძღვრიშვილის ქ.57),
  2. კლინიკა “მედსი” (მის: ქიაჩელის ქ.N18),
  3. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო (მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. N29),
  4. კლინიკა “მედკაპიტალი” – გლდანი-ნაძალადევის ფილიალი (მის: გლდანი, ვეკუას ქ.N18),
  5. საბურთალოს ფილიალი (მის: გამრეკელის ქ.N19),
  6. ისანი-სამგორის ფილიალი (მის:მოსკოვის გამზ, 4 კვ, 3 კორპ.)

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …