მთავარი » ჯანდაცვა » დღეიდან ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საკითხში რეალობა შეიცვლება
24 საათში ამოქმედდება რეგულაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით მოამაზადა. სააფთიაქო ნარკომანიის საკითხში რეალობა შეიცვლება.

დღეიდან ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საკითხში რეალობა შეიცვლება

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ დღეიდან ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საკითხში რეალობა შეიცვლება.

როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა , დღეს დამტკიცდა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, არსებულ პასუხისმგებელ ფარმაცევტს, ექნება ვალდებულება, რომ გააკონრტოლოს წამლის გაცემის პროცესი.

მისივე თქმით, 24 საათში ამოქმედდება რეგულაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით მოამაზადა.

სერგეენკოს განმარტებით, სააფთიაქო ნარკომანიას, მის ინტრავენულ ნაწილს სერიოზული დარტმა მიადგა, შემცირებულია 95 %-ით, თუმცა პრობლემურად რჩება ტაბლეტირებული ფორმების არამიზნობრივად გამოყენება და აფთიაქების მიერ არაკანონიერი გაცემა. 

მინისტრის თქმით, ხელისუფლებას შემდგომი ნაბიჯები უკვე დაგეგმილი აქვს, თუმცა სამინისტრო უახლოეს დღეებში აფთიაქების მონიტორინგს დაიწყებს.

“წინა მოსამზადებელი სამუშაოები და პრეზენტაციები იყო იმის დამტკიცება, რაც დღეს დამტკიცდა. რეალობა შეიცვლება. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თუმცა არ ვიცი რამდენად საბოლოო იქნება, ვინაიდან შემდგომი ორი ნაბიჯი არის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც უკვე დაგეგმილი გვაქვს და ალბათ შემოდგომაზე მოგვეცემა ამის რეალიზების საშუალება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …