არსებული ვაქცინების ეფექტიანობა ინფექციის შეჩერების კუთხით ერთ თვეში 64%-დან 49%-მდე შემცირდა. კორონავირუსის სიმპტომების განვითარებისგან დაცვის უნარი კი, რომელიც ვაქცინებში 83% იყო, ახლა 59%-მდეა შემცირებული.
ბრიტანელი მეცნიერების დასკვნით, რომლებიც Covid-საწინააღმდეგო ვაქცინებს იკვლევენ, ახლა მსოფლიოს შესაძლოა დასჭირდეს ვაქცინები, რომლებიც დელტას მაღალგადამდებლური შტამის წინააღმდეგ იქნება მიმართული. კვლევის ავტორების ასეთ პოზიციას განაპირობებს ვირუსის ამ სახეობის თვისება, განსაკუთრებული საფრთხე შეუქმნას სუსტი იმუნიტეტის და სხვა, მომატებულ რისკჯგუფში მყოფ ადამიანებს.
„ბლუმბერგი“ წერს, რომ ინგლისში დაავადების მესამე ტალღა დელტა-შტამის გავრცელებას უკავშიდება, რაც ფიქსირდება როგორც აუცრელ ადამიანებში – განსაკუთრებით 12-დან 24 წლამდე ასაკის კატეგორიაში, ისე იმ მოქალაქეებში, რომლებსაც ვაქცინა გაკეთებული აქვთ. ასეთი შედეგებით დასრულდა ინგლისში 98 ათას ადამიანზე ჩატარებული კვლევა.
კვლევის ავტორების განცხადებით, ბოლო პერიოდშის მონაცემებით, არსებული ვაქცინების ეფექტიანობა ინფექციის შეჩერების კუთხით ერთ თვეში 64%-დან 49%-მდე შემცირდა. კორონავირუსის სიმპტომების განვითარებისგან დაცვის უნარი კი, რომელიც ვაქცინებში 83% იყო, ა ხლა 59%-მდეა დაკლებული.
მკვლავერების თქმით, არსებული ვაქცინების მიერ გამომუშავებული ანტისხეულები დელტა-შტამის მიმართ ეფექტიანობას კარგავს.
აშშ, დიდი ბრიტანეთი და ისრაელი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურად ვაქცინირებულ ქვეყნებს შორის არიან. თუმცა ყველა მათგანში კოვიდის ახალი აფეთქებები და ჰოსპიტალიზაციის გარზდილი შემთხვევები ფიქსირდება, რისი მიზეზიც დელტა-შტამია.
ამერიკის ჯანდაცვის ორგანოების წარმომადგენლების განცხადებით, ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ ვაქცინაციის გადაწყვეტილება, ემუდარებიან აცრა ჩაიტარონ, რათა ამ გზით ვირუსის ახალი შტამის გავრცელების კონტროლის საშუალება ჰქონდეთ – შტამის, რომელმაც მომავალში შესაძლოა ახალი, უფრო საშიში მუტაციები გამოიწვიოს.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის მეცნიერების თქმით, ამჟამინდელი ვაქცინები კვლავინდებურად უზრუნველყოფს დაცვის შედარებით მაღალ ხარისხს. მათი განმარტებით, სრულად იმუნიზებულ ადამიანებს სამჯერ ნაკლები რისკი აქვთ, დელტა-ვირუსით დაინფიცირდნენ, ვიდრე არაიმუნიზებულ მოქალაქეებს. ამასთან, ინფიცირების შემთხვევაში, ვაქცინირებული ადამიანები დგანან ნაკლები რისკის ქვეშ, განუვითარდეთ კოვიდის სიმპტომები ან ვირუსი სხვა ადამიანებს გადასდონ.
კვლევაში, რომელმაც მიიღო სახელწოდება React-1, კოვიდ 19-ზე ტესტირების შედეგებია გაანალიზებული. კვლევა 24 ივნისიდან 12 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. ეს ის დროა, როდესაც დიდ ბრიტანეთში ინფექციის აფეთქება დაფიქსირდა და დელტა-შტამმა ალფა-შტამი სრულიად განდევნა.
სრულად ვაქცინირებული ადამიანების დაინფიცირება ვაქცინაციის მაღალი მოცვის მქონე ქვეყნებისთვის სულ უფრო დიდი პრობლემა ხდება. თუმცა ამ ეტაპზე მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 13%-ია აცრილი და მათი დიდი ნაწილი განვითარებად ქვეყნებზე მოდის.
კვლევის შედეგად, ტესტებზე დადებითი პასუხების უმრავლესობა 5-დან 24 ასაკამდე მოქალაქეებზე მოდის. ეს ასაკობრივი ჯგუფი კი ინგლისის მოსახლეობის მეოთხედს შეადგენს.
ამიტომ მეცნიერების თქმით, იმუნიზაციის მნიშვნელობა ისევ შეუფასებელია, მათ შორის 12 წლიდან ასაკის ბავშვების.