თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა გიორგიმ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა.
როგორც ვაქცინის გაკეთების შემდეგ დეკანოზმა განაცხადა, ის თავს კარგად გრძნობს. მამა გიორგის თქმით, პანდემიის დასრულება სწორედ ვაქცინაციის საშუალებით არის შესაძლებელი და მოქალაქეებს მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს.
„ყველა წამალი არ არის იდეალური და იდეალური წამალი არ არსებობს. ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და სხვანაირად მოქმედებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, როდესაც ვამბობთ, რომ ვიღაც წამლისგან ცუდად გახდა, მოდი, ვთქვათ, რამდენი ადამიანი იღუპება ავიაკატასტროფებში, რამდენი იღუპება ავარიით. აქედან გამომდინარე, ის ახლოსაც ვერ მიდის. მაგრამ ჩვენ რომ ამის მიზეზების გამო დავიმალოთ, ქვეყანა მეტს ვეღარ გაუძლებს. ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს. ბავშვები ვერ დადიან სკოლაში, სპორტზე, ანუ გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია, რათა ქვეყანა გაიხსნას და ჩვენ ისევ დავუბრუნდეთ კალაპოტს. ჩემმა მრევლმა ბევრმა გაიკეთა უკვე და მე, როგორც კი მომიწია, გავიკეთე ვაქცინა. ქვეყანაში უნდა ამოქმედდეს ახსნა-განმარტებითი სისტემა და ორჯერ აცრილებისთვის კოვიდშეზღუდვები ცოტა უნდა შეიცვალოს, რომ იყოს სტიმულაცია. ეს იქნება დიდი ბიძგი“, – განაცხადა დეკანოზმა გიორგი ჩაჩავამ.
1tv.ge