მთავარი » ჯანდაცვა » დეინსტიტუციონალიზაციის თემაზე შექმნილი ფილმების პრეზენტაცია გაიმართა
ხორვატი რეჟისორის ტომისლავ ზაიას დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში გაიმართა.

დეინსტიტუციონალიზაციის თემაზე შექმნილი ფილმების პრეზენტაცია გაიმართა

ხორვატი რეჟისორის ტომისლავ ზაიას დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში გაიმართა.

დეინსტიტუციონალიზაციის თემაზე შექმნილი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ნამუშევრები სხვადასხვა ადამიანების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ცხოვრებას ეხება და შემეცნებითი ხასიათისაა.

რეჟისორის ნამუშევრებში ასევე საუბარი იყო ისეთ მნიშვნელოვან თებემზე როგორიც არის: საცხოვრისში დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერა და რთული ქცევის მართვა.

ჩვენებას ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ოდიშარია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი თამარ ბარკალაია და სოციალურ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინიციატივა საქართველოს ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის თემაზე ფართე დისკუსიის დაწყებას.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …