საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური მხარდაჭერით, 2016 წელს გეგმავს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის და შესაბამისი სამწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას.
ამასთან დაკავშირებით დღეს, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისმინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს წევრები და დარგის სხვა ექსპერტები, პარტნიორი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის ძირითადი ამოცანები,მიზნები და პრიორიტეტული მიმართულებები.