მთავარი » ჯანდაცვა » დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი საექთნო კოლეჯს ხსნის
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსისტეტის საექთნო კოლეჯი და „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ღია კარის დღეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართავს.

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი საექთნო კოლეჯს ხსნის

კოლეჯის სასწავლო პროგრამა 2 წლიანია. სტუდენტთა მიღება განხორციელდება ორ ნაკადად თებერვალსა და სექტემბერში.

საქართველოში პირველი საერთაშორისო დონის საექთნო კოლეჯი საქართველოში დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე 2015 წლის 27 დეკემბერს იხსნება. მაღალრეიტინგული სტუდენტების სწავლის საფასურს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი” დააფინანსებს, ასევე კორპორაცია სტუდენტებისთვის შეღავათიანი სასწავლო კრედიტის გაცემას უზრუნველყოფს. კოლეჯი მსურველების მიღებას თებერვლის თვიდან დაიწყებს.

საექთნო კოლეჯი საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ექთნებს მოამზადებს, რაც ქვეყანაში საექთნო საქმის განვითარებას შეუწყობს ხელს. კოლეჯის სასწავლო პროგრამა აშშ-ს ექთნების სალიცენზიო გამოცდის (NCLEX)-ის მოთხოვნების შესაბამისადაა აგებული და როგორც ქართულ, ისე ინგლისურენოვან ჯგუფებს გამოუშვებს.

კოლეჯის სასწავლო პროგრამა 2 წლიანია. სტუდენტთა მიღება განხორციელდება ორ ნაკადად თებერვალსა და სექტემბერში. 

კოლეჯის კურსდამთავრებულთათვის „სამედიცინო კორპორაცია ევექსი” უზრუნველყოფს მაღალანაზღაურებად დასაქმებას კორპორაციის ქსელში შემავალ კლინიკებში. ამასთანავე საექთნო კოლეჯის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩააბარონ აშშ-ს საექთნო სალიცენზიო გამოცდა (NCLEX), რომელიც მათ აშშ-ს მწვანე ბარათსა (Green Card) და ამერიკის სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობის უფლებას მისცემს.

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსისტეტის საექთნო კოლეჯი და „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ღია კარის დღეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართავს. 

სამცხე-ჯავახეთი – 17 დეკემბერი, ქუთაისი – 18 დეკმებერი, ზუგდიდი – 18 დეკემბერი, აჭარა – 19 დეკემბერი, კახეთი – 21 დეკემბერი, თბილისი 27 დეკემბერი, 24 იანვარი.

ღია კარის დღეებზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ ელ. ფოსტის college@dtmu.edu.ge ან საკონტაქტო ნომრის საშუალებით +(995) 322 14 26 65.

newposts.ge

Evex Medical Corporation

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …