შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჟენევაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მინისტრი სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 69-ე სესიაზე.
დავით სერგეენკომ მდგრადი განვითარების დღის წესრიგსა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება. ჯანდაცვის მინისტრმა თავის გამოსვლაში საყოველაო ჯანდაცვის პროგრამაზეც ისაუბრა.