მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » დავით სერგეენკო WHO-ს 67-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სიტყვით გამოვიდა კომიტეტის 67-ე სხდომაზე.

დავით სერგეენკო WHO-ს 67-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

ბუდაპეშტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სიტყვით გამოვიდა კომიტეტის 67-ე სხდომაზე.

დავით სერგეენკომ თავის მოხსენებაში ისაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაზე, როგორც ხარჯთეფექტურ და შედეგებზე ორიენტირებულ მიდგომაზე, რომელიც ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს აჩენს. მისი განცხადებით, ჯანდაცვაში არ არსებობს მეორეხარისხოვანი პრიორიტეტი. რეგიონალურ შეხვედრაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური შეხვედრა 14 სექტემბერს დაიხურება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …