მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » დავით სერგეენკო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იოანა ვრონეცკას შეხვდა
დავით სერგეენკო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იოანა ვრონეცკას შეხვდა.

დავით სერგეენკო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იოანა ვრონეცკას შეხვდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იოანა ვრონეცკას შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიოშ მაშკევიჩი, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მარეკ კუბერსკი, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის დირექტორი იან მალიცკი და დიპლომატიური ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებმა საქართველო-პოლონეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების გზები და სამომავლო პერსპექტივა განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრმა დელეგატებს ვიზიტისა და სხვადასხვა მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …