მთავარი » ჯანდაცვა » დავით სერგეენკო: ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ
ჩვენ ორჯერ მეტი დანახარჯი გვაქვს, რადგან ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ, ამასთან, წამალი ძალიან ძვირია.

დავით სერგეენკო: ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ

მედიკამენტების სიძვირე ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ჯანდაცვის სისტემაში დახარჯული თანხის ძალიან დიდი ნაწილი მედიკამენტებზე მოდის. სერგეენკო ამბობს, რომ განვითარებული ჯანდაცვის სისტემები წამლებზე 15%-დან 25%-მდე მერყეობს, თუმცა ჩვენთან ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ, რაც ორჯერ მეტ დანახარჯს იწვევს.

”მედიკამენტების სიძვირე ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ჯანდაცვის სისტემაში დახარჯული თანხის ძალიან დიდი ნაწილი მედიკამენტებზე მოდის, 40%-დან 50%-ს ზემოთ ტრიალებს. განვითარებული ჯანდაცვის სისტემები წამლებზე 15%-დან 25%-მდე მერყეობს. ჩვენ ორჯერ მეტი დანახარჯი გვაქვს, რადგან ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ, ამასთან, წამალი ძალიან ძვირია.

სხვადასხვა სახელმწიფოს გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ პრობლემის მოგვარების სამი გზა არსებობს –

1. ფარმაცევტულ კომპანიებს (რომლებიც ჩვენთან 100%-ით კერძოა) სახელმწიფო უწესებს მოგების გადასახადს, ანუ ზღუდავს ბიზნესს;

2. სახელმწიფო სუბსიდირებას იწყებს და ხალხისთვის წამლებს ყიდულობს;

3. შემოაქვს რეგულაციები, რომელთა ნებას უპირობოდ ასრულებდნენ.

საერთოდ, კვლევა ორი პრინციპით ტარდება. ჯგუფს წინასწარ ამუშავებენ და რესპონდენტად არჩევენ იმ ოჯახის წევრს, ვინც უნდა გამოჰკითხონ. ეს ნიშნავს,რომ მკვლევარმა დაახლოებით იცის, რა ჯგუფთან მიდის სამუშაოდ.

ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან შერეული მოდელი ავიღეთ. სუბსიდირებას აქამდეც ვეწეოდით, სახელმწიფო პროგრამების გარკვეული ჯგუფის მედიკამენტებს ყიდულობს. დავიწყეთ კონკურენციის უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლი გავაძლიერეთ, რათა ჩვენი ლობირების გარეშე სხვა მოთამაშეებიც შემოსულიყვნენ ბაზარზე. 

ჩვენი მოქმედება დააჩქარა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების შედეგად წამლის ფასების საგანგაშო ზრდამ. რეფორმის დაწყებისთანავე ფასებმა იკლო. კონკურენცია კი უზრუნველვყავით, მაგრამ მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლი. ვიდრე ლაბორატორიას შევქმნით, ახალ ფარმაცევტულ კომპანიებს დავუწესეთ ხარისხის ბარიერი, ნებისმიერ მედიკამენტს უნდა ახლდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეკვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი“, -აცხადებს დავით სერგეენკო.

kvira.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …