ცეჰეპატიტის პროგრამით 10 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, აქედან 5 ათასამდე ადამიანმა მკურნალობა დაასრულა. გადაცემის სტუმარია დავით სერგეენკო.
დავით სერგეენკოს განცხადებით, პროგრამაში ჩართულობის ყველანაირი კრიტერიუმი მოხსნილია და თუ აქამდე მხოლოდ მძიმე პაციენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა პროგრამაში ჩართულიყვნენ, ახლა უკვე ამ პროგრამაში მაქსიმალურად მეტი პაციენტი ერთვება და დღეს საშუალება არსებობს, რომ პროგრამაში ყოველ თვიურად 3 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთოს.
საქართველოში 150 ათას ადამიანს სჭირდება მკურნალობა, თუმცა პარალელურად ხდება ახალი დაავადების აღმოცენება, ამიტომ პროგრამა უწყვეტია და განკურნებული ადამიანების პარალელურად მიმდინარეობს ახალი პაციენტების პროგრამაში ჩართვაც. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაავადების სკრინინგი უფასოა და მნიშვნელოვანია ადამიანებმა დროულად აღმოაჩინონ აქვთ თუ არა ეს დაავადება.
დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო დაზღვევის ბიუჯეტი ჯანდაცვის სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტის 1%-ია. მისი თქმით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი ამ პროგრამის ყოველწლიურ შეფასებას აკეთებენ და მათი დასკვნაა, რომ ეს პროგრამა ზე ოპტიმალურია.
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ამბულატორიული მედიკამენტების კომპონენტის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით დღესაც მიდის მუშაობა საყოველთაო ჯანდაცაში აღნიშნული კომპონენტის ჩასართავად და ფასების შესამცირებლად მედიკამეტებზე.
დავით სერგეენკოს განცხადებით, რეცეპტების ელექტრონულ ვერსიაზე გადასვლა წელიწადნახევარში მოხდება და ამაზე სამი ფაქტორი მოახდენს გავლენას.
- ერთი ეს არის რამდენად შეძლებს სამინისტრო ეფექტურ იმპლემენტაციას
- მეორე – სწრაფი ინტერნეტი, რომელსაც ქართუ ჯგუფი განახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით
- მესამე, ეს არის მუშაობა სამედიცინო დაწესებულებებთან და აფთიაქებთან
მინისტრის განცხადებით, თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული კანონპროექტის ამუშავება მოკლე დროის საკითხია და ბოლო კონსულტაციების დასრულების შემდეგ სამოქმედო გეგმა მალე ამუშავდება.