ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, დღეისთვის არსებული მონაცემებით, ბიუჯეტის კორექტირება შემცირების კუთხით ჯანდაცვის და სოციალურ პროექტებს არ შეეხება.
ამასთან, სერგეენკო იმედოვნებს, რომ ეს მიდგომა ვალიდური იქნება მთელი წლის განმავლობაში.
“ყველაზე დიდი ბიუჯეტი არის სოციალური მიმართულებით. ჯანდაცვას სამწუხაროდ ყველაზე დიდი ბიუჯეტი არ აქვს, უბრალოდ მოხდა ისე, რომ ეს ორივე მიმართულება ერთი სამინისტროს ქვეშ არის. რაც შეეხება ბიუჯეტის კორექტირებას, ამ წუთის მონაცემებით და იმედია, ეს ვალიდური იქნება მთელი წლის განმავლობაში, კორექტირება, შემცირების სახით, არც ერთ ჯანდაცვის და სოციალურ პროექტს არ შეეხება”, – აღნიშნა სერგეენკომ.