მთავარი » ჯანდაცვა » დავით სერგეენკო ფოთში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
დავით სერგეენკო დღეს ფოთში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ხელისუფლების წევრებს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატსა და რიგით მოქალაქეებს შეხვდა.

დავით სერგეენკო ფოთში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოპს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეს ფოთში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატსა და რიგით მოქალაქეებს შეხვდა.

მან ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები მიმოიხილა და დასახულ მიზნებზე ისაუბრა. სერგეენკომ მხარდაჭერა გამოუცხადა ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს და შეკრებილებს მისი გამარჯვების შემთხვევაში განსახორციელებელი გეგმები გააცნო.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ჯანდაცვაში სისტემური ცვლილებები განხორციელდა, ქალაქ ფოთს აქვს სპეციფიური, მოსაგვარებელი საკითხები. ჩვენ შევთანხმდით დეპუტატობის კანდიდატთან, ბატონ ირაკლი ხახუბიასთან, რომელიც მჯერა გახდება პარლამენტის წევრი, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ კონკრეტულ, ქალაქის სპეციფიურ ჯანდაცვის საკითხების მოგვარებაზე, რომლებიც ცალსახად მოგვარებადია, უბრალოდ გვჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა, რაც მჯერა რომ აუცილებლად გვექნება,“ – განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ დავით სერგენკომ.

ხახუბიას თქმით კი, მნიშვნელოვანია ფოთში ჯანდაცვის მინისტრის ჩასვლა, რადგან ერთობლივად გაიარეს ის პრობლემები, რაც ქალაქში ჯანდაცვის კუთხით არსებობს.

,,ჩვენ შევთანხმდით,რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქალაქში ჯანდაცვა უფრო მეტად განვითარდეს. მე ბატონ დავითთან მუდმივი კომუნიკაცია მექნება,“ – აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …