მთავარი » ჯანდაცვა » დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა
დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. საქართველოში GMP სტანდარტის დამკვიდრება იყო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.

დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. საქართველოში GMP სტანდარტის დამკვიდრება იყო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.

მედიკამენტის ხარისხის კონტროლის სისტემის შემოღება ხელს შეუწყობს ჯენერიკების სეგმენტის ლეგალურ ზრდას. მედიკამენტების ფასების დარეგულირების მიმართულებით სამინისტროს სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ მედიკამენტების ხარისხის კონტროლს ემყარება.

ფასების დასარეგულირებლად სამინისტრო აქტურად მუშაობს სხვა საშუალებებითაც. უკვე დასრულდა რაციონალური ანტიბიტიკოთერაპიის სახელმძღვანელოზე მუშაობა, რომელსაც უახლოეს მომავალში გაეცნობა ფარმ-ინდუსტრია.

შეხვედრაზე რეცეპტების ინსტიტუტის ამოქმედებასა და მის შედეგებზეც ისაუბრეს. 1 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ფარმაცევტული პროდუქტის ნაწილი რეცეპტებს დაექვემდებარა. საუბარი შეეხეო სააფთიაქო ნარკომანიასაც.
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, მინისტრს საკუთარი შეხედულებები გააცნეს.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …