მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » დავით სერგეენკო ჟენევაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
დავით სერგეენკო ჟენევაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 69-ე სესიაზე.

დავით სერგეენკო ჟენევაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჟენევაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მინისტრი სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 69-ე სესიაზე. დავით სერგეენკომ მდგრადი განვითარების დღის წესრიგსა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება. ჯანდაცვის მინისტრმა თავის გამოსვლაში საყოველაო ჯანდაცვის პროგრამაზეც ისაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში დავით სერგეენკომ შეხვედრა გამართა სლოვენიის ჯანდაცვის მინისტრთან მილოიკა კოლარ ჩელარკთან. მხარეებმა სლოვენიაში დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

იმავე დღეს მინისტრი GAVI ალიანსის EURO/EMRO/PAHO რეგიონების ოფისების რეგიონულ ხელმძღვანელს კოლეტ სელმანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე იმუნიზაციის პროგრამებსა და ამ მხრივ GAVI ალიანსთან თანამშრომლობის საკითხებს.

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …