შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჟენევაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მინისტრი სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 69-ე სესიაზე. დავით სერგეენკომ მდგრადი განვითარების დღის წესრიგსა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება. ჯანდაცვის მინისტრმა თავის გამოსვლაში საყოველაო ჯანდაცვის პროგრამაზეც ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში დავით სერგეენკომ შეხვედრა გამართა სლოვენიის ჯანდაცვის მინისტრთან მილოიკა კოლარ ჩელარკთან. მხარეებმა სლოვენიაში დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
იმავე დღეს მინისტრი GAVI ალიანსის EURO/EMRO/PAHO რეგიონების ოფისების რეგიონულ ხელმძღვანელს კოლეტ სელმანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე იმუნიზაციის პროგრამებსა და ამ მხრივ GAVI ალიანსთან თანამშრომლობის საკითხებს.