მთავარი » ჯანდაცვა » დავით სერგეენკო – ბავშვის განვითარება და მასზე ზრუნვა მის დაბადებამდე იწყება
ბავშვის განვითარება და მასზე ზრუნვა მის დაბადებამდე იწყება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის პერიოდში სწორ ორიენტაციას, -დავით სერგეენკო.

დავით სერგეენკო – ბავშვის განვითარება და მასზე ზრუნვა მის დაბადებამდე იწყება

ბავშვის განვითარება და მასზე ზრუნვა მის დაბადებამდე იწყება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის პერიოდში სწორ ორიენტაციას, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, 12 ქვეყნის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

“სამუშაო შეხვედრის მთავარი ამოცანაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ბოლო რეკომენდაციების გაზიარება, რომელიც მიმართულია ორსულების და ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მასპინძლობს სამუშაო შეხვედრას დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის საკითხებზე. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები იმსჯელებენ ორსულთა ანტენატალური მოვლის განახლებულ, კლინიკური პრაქტიკის რეკომენდაციებზე.

რეკომენდაციები შემუშავებულ იქნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, რომელიც მიმართულია ორსულობისას გართულებებისა და მკვდრადშობადობის შემცირებაზე.

ანტენატალური მოვლის მაღალი ხარისხი გულისხმობს დიაგნოსტირებასა და დაავადების პრევენციას და მას შეუძლია გადაარჩინოს უამრავი ორსული ქალის და ახალშობილის სიცოცხლე.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …