შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ რიჩარდ ლუგარს შეხვედა.
მხარეებმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში აშშ–საქართველოს პარტნიორული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა ყურადღება მიაპყრო თბილისში მოქმედი ლუგარის ცენტრის მნიშვნელობას.
„საქართველო არის ლიდერი აღმოსავლეთ ევროპაში, საფრთხეების დეტექციის კომპონენტში. ლაბორატორია გვაძლევს დიდ უპირატესობას დაზუსტებულად ვიცოდეთ საფრთხეების წარმომავლობის შესახებ“.
ვაშინგტონში ვიზიტამდე, ჯანდაცვის მინისტრი ატლანტაში სიტყვით გამოვიდა დაავადებების ერადიკაციის საერთაშორისო მიზნობრივი ჯგუფის 26-ე შეხვედრაზე. დავით სერგეენკომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით განხორციელებულ პროგრესზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) მოინახულა. ასევე ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ცენტრის დირექტორთან – ანა შუჩატთან და ცენტრის სხვა ხელნძღვანელ პირებთან. საუბრის მთავარი თემა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით დაგეგმილი და უკვე განხორციელებული ღონისძიებები იყო.