მთავარი » ჯანდაცვა » დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ დეტალურად ესაუბრა.

დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ქ-ნი ჟუჟანა იაკობი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გაყრელიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდნენ.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ დეტალურად ესაუბრა, ასევე ხაზი გაუსვა იმ ახალ გამოწვევბს, რომლებიც აქვს დღეს ჯანდაცვის სისტემას. მან ისაუბრა ამ მიმართულებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზე.

ქალბატონმა ჟუჟანამ დადებითად შეაფასა ყველა გახორციელებული რეფორმა, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამები და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ამ მიმართულებით ყველა გადადგმულ ნაბიჯს.შეხვედრა კითხვა-პასუხის რჟიმში გაგრძელდა. 

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …