მთავარი » ჯანდაცვა » დავით საგანელიძე ბოაოს საერთაშორისო ფორუმზე ბიზნესმენ ალექსანდრე მაშკევიჩს შეხვდა
ბოაოს საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ცნობილ ბიზნესმენს ალექსანდრე მაშკევიჩს შეხვდა.

დავით საგანელიძე ბოაოს საერთაშორისო ფორუმზე ბიზნესმენ ალექსანდრე მაშკევიჩს შეხვდა

ბოაოს საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ცნობილ ბიზნესმენს ალექსანდრე მაშკევიჩს შეხვდა, რომელიც აზიის საერთაშორისო ფორუმზე სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ალექსანდრე მაშკევიჩის ინიციატივით მიმდინარე ჯანდაცვის პროექტებს, რომელშიც საპარტნიორო ფონდიც მონაწილეობს. შეხვედრაზე აღინიშნა ამ პროექტების მნიშვნელოვანი როლი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმაში და ის პირველი დადებითი ეფექტი, რომელიც საქართველოში მედიკამენტებზე ფასების მნიშვნლოვან შემცირებაში გამოიხატა.

შეხვედრაზე განხილული იქნა, როგორც ფარმაცევტული ქარხნის, ასევე ახალი ჰოსპიტალური ცენტრის მიმდინარე საკითხები და პროექტებში სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების ჩართვის შესაძლებლობები. 

newposts.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …