მთავარი » ჯანდაცვა » დავით მაჭარაშვილი: სამინისტროს პრიორიტეტია მედიკამენტების ხარისხი
პრიორიტეტია ხარისხი, ამ ხარისხის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, ბიზნესის ხელშეწყობა, ბაზრის გახსნა, მედიკამენტებზე ფასის შემცირება.

დავით მაჭარაშვილი: სამინისტროს პრიორიტეტია მედიკამენტების ხარისხი

ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით მაჭარაშვილა ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და jandacva.ge-ს პრესკლუბში მედიკამენტების დარეგისტრირების პროცედურებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, მისთვის ცოტა უცნაურია, როცა საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფომ ქართულ ბაზარზე ახალახანს შემოსული კომპანია ჰუმანითი ჯორჯია ძალიან მარტივად დაარეგისტრირა. მისი თქმით,სახელმწიფოს მხრიდან მიდგომა მედიკამენტებისა თუ ფარმაცევტული კომპანიის დარეგისტრირების საკითხთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად ერთნაირი. იქნება ეს ჰუმანითი ჯორჯია, თუ სხვა კომპანია.

„თუკი დავითვლით ჰუმანითი ჯორჯიას მიერ ერთი წლის განმავლობაში დარეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტების რაოდენობას და შევადარებთ რომელიმე კომპანიის მიერ გასულ წელს დარეგისტრირებული პროდუქტების რაოდენობას, ნათელი გახდება, რომ რაოდენობაში სხვაობა არ არის. თუკი ეს შესაძლებელია ნებისმიერი სხვა კომპანიისთვის, რომელსაც აქვს ამის რესურსი, რატომ არ შეიძლება ეს ჰუმანითი ჯორჯიასთვის, როდესაც მის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტაცია წესრიგშია?

ჰუმანითი ჯორჯიას სამკურნალო საშუალებები რეგისტრირდება იმავე სიხშირითა და იმავე დროში, რა დროშიც რეგისტრირდება სხვა კომპანიების მედიკამენტები. ასე, რომ ჰუმანითი ჯორჯიასთვის განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე საუბარი ზედმეტია. ყველაფერი კანონმდებლობის ფარგლებში ხორციელდება და სამინისტროს აქვს ერთიანი მიდგომა ყველა კომპანიის მიმართ“,-

განაცხადა მაჭარაშვილმა. მისივე თქმით, სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხი, ამ ხარისხის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, ბიზნესის ხელშეწყობა, ბაზრის გახსნა, მედიკამენტებზე ფასის შემცირება, თუმცა არა ხარისხის ხარჯზე, არამედ გაზრდილი კონკურენციის ხარჯზე. ამ მიზნის მისაღწევად კი სამინისტროს ყველა კომპანიის მიმართ ერთიანი, კანონის ჩარჩოში მოქცეული მიდგომა აქვს.

Jandacva.ge-ის პრესკლუბი ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ერთობლივი პროექტია, რომლის ერთერთი ძირითადი მიმართულება მედიისა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზებაა. პრესკლუბის მიზანია, უზრუნველყოს მედიის მაქსიმალური ჩართულობა ჯანდაცვის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. დავით მაჭარაშვილის სტუმრობით დღეს პრესკლუბი ოფიციალურად გაიხსნა.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …