ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსმა დავით მაჭარაშვილმა jandacva.ge-ის პრესკლუბში ჯანდაცვის სამინიტროს და ,,გლობალური ალიანსის“ ერთობლივი სოციალური კამპანიის შესახებ ,,რაგაწუხებთ?“ ისაუბრა.
მაჭარაშვილის განცხადებით, გამოკითხვა ეხმარება სამინისტროს გაიგოს რეალურად რა მოთხოვნები აქვს მოსახლეობას და რა გამოწვევები შეიძლება გამოიკვეთოს მომავალში. მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორში ბოლო პერიოდში იმდენად დიდი ცვლილებები დაიწყო ,,გლობალურ ალიანსთან“ ერთად, რომ მოსახლეობა უფრო და უფრო მეტის მოლოდინშია.
Jandacva.ge-ის პრესკლუბი ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ერთობლივი პროექტია, რომლის ერთერთი ძირითადი მიმართულება მედიისა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზებაა. პრესკლუბის მიზანია, უზრუნველყოს მედიის მაქსიმალური ჩართულობა ჯანდაცვის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. დავით მაჭარაშვილის სტუმრობით დღეს პრესკლუბი ოფიციალურად გაიხსნა.