დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებულისთვის სავალდებულო იქნება, ვისაც 40 წელი კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა – ნებაყოფლობითი.
თვითდასაქმებულები სისტემაში ნებაყოფლობით, ასაკის მიუხედავად ჩაერთვებიან.
დაგროვებითი პენსია არ გულისხმობს არსებული საპენსიო ბაზის გაუქმებას.
დღეს კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
დასაქმებული ვალდებული იქნება, განახორციელოს შენატანი. დასაქმებული შეიტანს დაუბეგრავი მოცულობის 2 %-ს, თვითდასაქმებული – შემოსავლის 4 %-ს. სახელმწიფო გადარიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2 %-ს. მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის დაუგროვდება დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად დაერიცხება. მოხდება დაგროვილი თანხის ინვესტირება და დაერიცხება საინვესტიციო შემოსავალი, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით. კანონპროექტი პარლამენტს 2017 წლის ბოლომდე წარედგინება. კანონი 2018 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.
რეფორმა ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მოამზადა. ჩართული იყვნენ დონორები.